მკითხველო, მომკიდე ხელი და გამომყევი!

მკითხველო ეხლა მე შენ ხელი უდან ჩამკიდო! მომენდე, არსად არ დაგტოვებ, არაფერს ცუდს არ გაგიკეთებ და მთელს დაგაბრუნებ პოსტის ბოლოს. აი ასე, კარგია! მაგრად მომიჭირე ხელი, ღრმად ჩაისუნთქე და გამომყევი!

შევაღეთ ეს კარები, ოდნავ გაიღრაჭუნა დაჟანგებულმა რკინამ, შიშისგან ხელი მომიჭირე, კაი დამშვიდდი, სადღაც აქ იქნება..
გავაღეთ კარები ბოლომდე, დიდ ოთახში შევედით, კედლები ცისფრად იყო შეღებილი, საღებავი ზოგან ჩამოცვენილი და გაჭუჭყიანებული, ოთახს ერთადერთი ფანჯარა ანათებდა, დიდი და მუქი ყავისფერი, ხის. დიდი მინებიდან შემოდიოდა მზის სხივები, ოთახში მყუდრო ფერები, ცისფერს ტონალობას უცვლიდნენ. მეორე კარი მოჩანს პირდაპირ, წამო შევიდეთ, იქ იქნება!
კარები გვერდით ეგდო, დამტვრეული და გადათელილი, მეორე ოთახი ბევრად უფრო საშიში მოგვეჩვენა..
მუქი ნაცრისფერი კედლებით, არავითარი ფანჯარა, სიბნელე.. მხოლოდ ერთ პატარა საკუჭნაოს კარი ჩანს კუთხეში, ხედავ? კაი რა წამო, უკვე გვიანაა უკან წასვლა!
ნესტის სუნი იდგა, დაგვაჟრიალა ტანში ოდნავმა სიცივემ.
ფრთხილი ნაბიჯებით ჩავუარეთ აგურის, გაჭვარტლულ ბუხარს, კედელზე რამდეიმე ნახატს, ოქროსფერ წაქცეულ შანდლებს, მივუახლოვდით საკუჭნაოს გვერდით დამტვრეულ სკამს…
მრგვალი, ფერგადასული სახელური უნდა გადავწიოთ და იცოდე თუ რამეა არ შეგეშინდეს!
ეერთი, ორი, ს ს ს სა სა სამ საააააააააამი!

სტუკა! დაგასტუკეთ! აი ხომ მაინც გიპოვე, რამდენი გეძებე! არ შეგეშინდა ამ შემზარავ სახლში შესვლის?
აბა სხვა უკეთესი სამალავი ვერსად ვიპოვე (გვითხრა ჩვენმა მეგობარმა, რომელთანაც ერთად დახუჭობანას ვთამაშობდით)
კაი დაიხუჭე მიდი და არ გამოიხედო..

აბა წამო, სად დავიმალოთ? : )

Advertisements

3 thoughts on “მკითხველო, მომკიდე ხელი და გამომყევი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s