მე რომ ბიჭი ვიყო

არავის არ დავუთაგივარ (მგონი). თუ დამთაგეთ, მადლობთ.
ჩემით ვნახე ვიღაცის ბლოგზე :ს
მოკლედ დავწერ.

მე ბიჭი ვიყავი. კიარადა ეგრე ეგონათ ექიმებს.
რომარა ის ექიმი დედაჩემი ალბათ არც გამაჩენდა.
მამაჩემს ძალიან უნდოდა ბიჭი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიოროდ 3 გოგო ჰყავს.
და მაინც, რა იქნებოდა ნეტა, ბიჭი რომ ვყოფილიყავი?!

– დამარქმევდნენ გიორგის, ბაბუაჩემის სახელს, ეგ უეჭველია.
– ვიქნებოდი გათამამებული ბავშვი და მამიკო ყოველთვის იტყოდა “ჩემი კაცური კაციო!”
– ვიქნებოდი ძალიან განათლებული, იმაზე მეტად ვიდრე ახლა ვარ.
– ჩავიცვამდი ძალიან მაგრად, ეხლა ბიჭური ტანსაცმელი არ მიხდება და..
– მექნებოდა საკუთარი ოთახი.
– ვიქნებოდი მექალთანე. (ამას ამბობს ყველა გოგო როცა იმაზე დაფიქრდებიან, როგორი ვიქნებოდ ბიჭის ამპულაშიო. ჰმ, ჩემი აზრით ეს სექსის გამოა. ჩვენი მენტალიტეტიდან და შეგნებიდან გამომდინარე, ბიჭს შეუძლია, როცა უნდა მაშინ ჰქონდეს სექსი და გოგოს -არა.) იმიტომ რომ მომწონს ქალის სხეული, ვაფასებ მის სილამაზეს და არც ერთ ლამაზ ქალს არ დავტოვებდი უყურადღებოდ.
– ვივლიდი ცურვაზე და ცოტახანი ფეხბურთზე ან კალათბურთზე.
– მექალთანეობას მოვეშვებოდი 28 წლის ასაკში და დავიწყებდი სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრს. მერე ვიქნებოდი ძალიან ერთგული.
– მოვწევდი სიგარეტს.
– დავლევდი უფრო მეტს.
– სახლში მოვიდოდი გვიან. ან საერთოდ 18-20 წლის მერე ცალკე ვიცხოვრებდი.
– მამაჩემი აუცილებლად უყიდიდა თავის საყვარელ ბიჭს მანქანას!
– პროფესიით ვიქნებოდი ისტორიკოსი ან მათემატიკოსი.


არავის არ ვთაგავ, ვისაც გინდათ იყოთ “ბიჭები,” დაე იყავით! : )

Advertisements

4 thoughts on “მე რომ ბიჭი ვიყო

  1. როგორ მიხარია, რომ არ ვარ ბიჭი. აი, რომ წარმოვიდგენ, ცუდად ვხდები :@ ნუ, პროფესიით ალბათ მეც მათემატიკოსი ვიქნებოდი 😀

  2. მე
    ამ ბოლო
    დროს
    წამომიფრინდასავით
    და მიხაირა,რომ არ ვარ ბიჭი:
    რა აჯდნაბად მინდა ,რა პასუხისმგებლობა–მოვაელოვბანიც
    მაქვს
    ისიც საკამრისია:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s