Rock Flash Mob

აი ამ პოსტს გადახედეთ და შეგექმნებათ წარმოდგენა თუ რა არის ფლეშმობი.

“პოსტი”

მოკლედ, დღეს ვიყავი როკ ფლეშმობზე. მოდი დავიწყებ თავიდან..

12 სექტემბერია, დღეს ხომ სადღაც ვაპირებდი წასვლას? (დილის 12 საათია)
ა, ჰო ფლეშმობი.. წავიდე? აუ მეზარება, არადა მაინტერესებს როგორი იქნება.. კარგი რაუნდა ვაკეთო მაინც? წავალ..
დავიბანე, ბლაბლა, ჩავიცვი..
1 საათი ვარჩევდი ტანსაცმელს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერი მაქვს ისეთი რაც მართლა მომწონს.
მოკლედ ჩავიცვი ძააალიან მოკლე შორტები, ბიტლზების მაიკა და კურტკა..
დედაჩემმა რო დამინახა გაგიჟდა, გამოიცვალე რეები გაცვია..
არ დავუჯერე, წავედი ნათიასთან თმის გასასწორებლად.. გზაში შორტები უფრო და უფრო იწეოდა, აშკარადა ზედმეტად მოკლე იყო.
ჩავედი, დავჯექი და უჰ, არა! მე ამით ვერ ვივლი.
ყავა დავლიეთ, არ მაგვიანდებოდა, 4 ხდებოდა..
მერე ნათიას შორტები და შარვლები მოვისინჯე, არ მომეწონა, ახალწასმული მანიკურიც გავიფუჭე და ნერვები მომეაშალა..
რავქნა ეხლა? რა ჩავიცვა? ვაიმე 5 ის 20 წუთია. ვსო აღარ წავალ..
მერე გადამირბინა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ და გამახსენდა ჩემს მიერ გადატანილი ყველა კრახი, ჰეი, მეხომ ნიუდაჩნიცა ვარ…
არა არ დავნებდები მე ამას, ყველაფერს მოვაგვარებ და მაინც წავალ! აი ამ მომენტში გამიჩნდა დაუოკებელი სურვილი ფლეშმობზე წასვლისა..
მანიკური სხვა წავისვი, არ მომეწონა, მაგვიანდება ბლიად! მოვიშორე და უფერული გადავიდღაბნე..
წავედი სახლში, ნახევარია ბლიად!
ვდგავარ გაჩერებაზე, ვაიმე საფულე! სხვა ჩანთაშ მედო, ბლიად!
ავედი სახლში, გამოვიცვალე, მარტო ის შარვალი იყო სუფთა რომელსაც ვერ ვიტან. მაინც ჩავიცვი, ავიღე ყვეალფერი, ნევრები დაწყვეტაზე მქონდა.
მუსიკა!
ავიღე აიპოდი და დავწყნარდი.. მეტროსკენ მივდივარ, სიმღერა მაგარია!
ჩავედი, ხურდები არ მქონდა, 5 ლარიანი მივაწოდე, ომგ 1 საათი მიბრუნებდა ხურდას.. 6 ის 10 წუთია ბლიად!
გავიქეცი, მეტროს ველოდები, აი მოდის, იეს! ჰაჰა რამაგარი იქნება ეხლა რო აიპოდი დაჯდეს..
ვაიმე დაჯდა! შოკ. ამისი!
მივედი რუსთაველზე, ლუკა გამოდის, იეს.

წავედით ფილარმონიასთან, რეაქცია -შოოკ,რამდენი ხართ.
ლუკა, ნუ მტოვებ მარტო, რატო იცნობ ყველას და რატო ეხუტები? მოდი აქქ შჩ!
ვაიმე ნინი, კიდევ კარგი..
ორგანიატორიც მოვიდა, ცისფერთვალება, ცისფერმაისურიანი ლუკა.
მოკლედ ავეყარეთ და წავედით რუსაველის მეტროსთან, ძეგლთან კი დაიწყო “კონცერტი”
აპარატურა აღმოჩნდა ბანძი, ხმა არ ქონდა და მაგან გატეხა..
ხალხი გაიფანტა, ზოგი ცეკვავდა, მღეროდა, მერე მინი სლემიც დაიწყეს ბიჭებმა, დალეწეს ერთმანეთი.
ხალხის სახეებმა დიდი სიამოვნება მომანიჭა.. “WTF?” ეწერათ თვალებზე..
მოკლედ იყო რა..
ერთი გოგო, წითელთმიანი, ძალიან საყვარელი, გვიყვიროდა წადით, წავედით, მოდით.. არავინ არუსმენდა, ყველა თავის პონტში იყო..
მერე გადავინაცვლეთ თავისუფლების მეტროსთან და იქ უკვე იქვე დაგეგმილი (მგონი) ფლეშმობი მოვაწყვეთ..
მოკლედ სიტუაცია უნდა ყოფილიყო ასეთი:

წინ მიდის 4 ჩვენიანი, ჩვენ დაყოფილები ვართ, ჩვენს პონტში ვაკეთებთ რაღაცეებს, უცებ ის 4 ჩერდება, ცოტას იყვირებენ, ტუდა-სუდა და ერთმანეთს უმიზნებენ თითებისგან გაკეთებულ იარაღს. ამდროს ზოგი საიდან გამოხტება, ზოგი საიდან და დაუმინიზნებს ვიღაცას იარაღს.. ვდგავართ გაშეშებულები და უცებ ყველა ერთად ვესვრით ერთმანეთს, ვისაც მოხვდება ის ძირს ვარდება და კვდება.

დაახლოებით ასეთი გამოვიდა, ცოტა ბანძი იყო, ერთად ვიყვით შეგროვილები და ყველა არ “მოკვდა”.. მეც ვერ მოვკვდი, არავინ არ მესროლა და თავს ხოარ მოვიკლავდი? ნუ თან მეზარებოდა..

ეს იყო და ეს..
აი სურათებიც :

Advertisements

3 thoughts on “Rock Flash Mob

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s