მზეო, დილამშვიდობისა ^^

თვალები მეხუჭბა, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ..
უკვე თენდება, მალე მზეც ამოვა. რაღა აზრი აქვს დაძინებას და შენს ნახვას?
რაღაც სიმღერას ვეძებდი და ვიპოვე, ჩართული მაქვს ახლა და ვუსმენ..
არაფერს არ მახსენებს, არაფერთან არ ვაკავშირებ, უბრალოდ ვგრძნობ.
შემცივდა, მოიცა დავიფარებ რამეს, ფანჯრის რაფასთან გადავინაცვე და ზედ ჩამოვჯექი, საბანში შეხვეული. ოთახში ბნელა და აი სადღაც შორიდან ამოიჭრა მზის რამდენიმე სხივი.. არც ისე ძან ბნელა, ყველაფერი ნაცრიფრად ჩანს,
ამხლა მზისფერი დაედო ჩემს უბანს.
სიმღერა დავაბრუნე, ისევ თავიდა, ისევ ვგრძნობ.
არვიცი ვწერო და მოგიყვე თუ როგორი ლამაზია დღეს მზე და მისი ამოსვლის პროცესი თუ ფანჯარას მივადო ცხვირი და დავაკვირდე ფერებს..
მობილურს დავხედე, არავინ არ მწერს.
ამოდის, ნელ-ნელა, აუჩქარებლად, რაიცის როგორ ველოდები, როგორ მცივა, გამეყინა თითები.
ვინმეს ჩავეხუტებოდი, ნუ ვინმეს რა, ერთს.
კაი,კაი, არმინდა, არვფიქრობთ მაგაზე, გამახსენდა..
ჩახუტება არგვინდა მოდი, ჩაის დავლევ. არც ჩაი მინდა, წავალ ციფრულს ავიღებ და გადავიღებ სურათებს.
ოჰ, არ ჩანს კარგად, თითქმის ამოვიდა..
წავალ დავიძინებ, სიმღერა უკვე მესამეჯერ დაიწყო თავიდან. მშობლებს გაეღვიძებათ და ლოგინში უნდა დავხვდე თორე მომკლავენ ო.ო
ამოვიდეს ბოლომდე მოიცა.
ჰო, ამოვიდა, წავედი.
დათბა, აღარ მინდა საბანი.
დილამშვიდობისა ჯესიკა, კარგ დღეს გისურვებ ❤

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s