Positive!!

იყო ერთი ამერიკელი ბიჭი, 23 წლის.
მუშობდა რომელიღაც კომპანიაში, სულ კომპიუტერთან იჯდა და ერთი და იგივე საქმეს აკეთებდა მილიარდჯერ.
ცხოვრობდა მარტო, სამსახურიდან მისული თავის შავ კეისს დებდა მაგიდაზე, იძრობდა ჰალსტუხს, რთავდა ტელევიზორს და არ უყურებდა. უგემურ კონსერვანტებს ჭამდა და მისი ცხოვრება უნტერესოდ გადიოდა.
არც სამსახურში ყავდა მეგობრები და არც მის გარეთ, ყველა დაზომბირებულად ეჩვენებოდა.
სახლში მისული სულ იცვამდა ერთ მაისურს, რომლის ყურების დროსაც სულ ეღიმებოდა და პოზიტიურ ხასიათზე დგებოდა.
მაისური გამოიყურებოდა აი ასე:

დაწვა, არც ბალიში ჰქონდა და არც ფუმფულა საწოლი, საკმაოდ უბრალოდ ცხოვრობდა, ჰქონდა რამდენიმე კოსტუმი, 2 მაისური და 4 წყვილი ფეხსაცმელი. ფულს ბანკში აგროვებდა, მაგრამ არ იცოდა რა უნდოდა.
ყოველ საღამოს, ძილის წინ ფიქრობდა რა ეყიდა ამ ფულით, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება და იმაზე თუ როგორ ვერ იტანს ამ უაზრო დღეებს.
ადგებოდა, სარკეში შეხედავდა თავი მაისურს და ისევ გაიღიმებდა. “ყველაფერი კარგად იქნებას” გაიფიქრებდა და მშვიდად იძინებდა..
დღე არაფრით განსხვავდებოდა წინა დღისგან, მხოლოდ სხვა რიცხვი და დღე იყო. ამინდიც კი იგივე.
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შავი მოტოციკლი შენიშნა, მერე მასთან მისი პატრონი მივიდა, ჩაფხუტი დაიხურა, შემოახტა და წავიდა, ძალიან სწრაფად და ხმაურიანად.. თვალებში შური შეეტყო, მასაც უნდოდა რაღაც მსგავსი.
ყოველ დღე იმავე დროს და ადგილას ეს ბიჭი მაღაზიაში ყიდულოდა რაღაცას, მერე ბარში სვამდა და მიდიოდა.
სულ შურით და სინანულით უყურებდა მოტოციკლეტიან ბიჭს, ისიც მარტო იყო და სულაც არ იღიმოდა, მაგრამ მის თავლებში უფრო სხვა სიხარული ჩანდა, იმედი და კმაყოფილება.

დილით ადრე ადგა, მთელი ღამე მოტოციკლეტიან ბიჭზე ფიქრობდა, იმ სისწრაფეზე, ექსტრემზე, მის კმაყოფილ თვალებზე..
წამოხტა საწოლიდან, შეხედა თავის მაისურს, ისევ ღიმილი აუთამაშდა სახეზე, სახლის გასაღები აიღო და ამ მაიკითვე გავიდა სახლიდა. ახალი გათენებუილი იყო, ბალახი ცვარს დაენამა.
სამსახურში მივიდა, უფროსი ახალი მოსული იყო, შეუვარდა კაბინეტში და ღიმილით უთხრა: “მე ვერ ვიტან ამ ყველაფერს, თქვენ ყველანი იდიოტები ხართ, ერთი დიდი ნაგავი, მე აქედან მივდივარ!”
მაღაზიასთან მივიდა, სახლიდან ღიმილი არ მოშორებია, შეაღო კარები და თვალები გაუპრწყინდა. მას იმ ბიჭზე კმაყოფილი სახე ფქონდა.
ყველაზე ძვირიანი, საუკეთესო მოდელის მოკოციკლი იყიდა, შეამოაჯდა და მაიკაზე დაიხედა. გასაღები გადაატრიალა და ძალიან სწრაფად გაქანდა წინ. ძლივს ატარებდა, ხან რას ასხდებოდა ხან რას..
ტარება კარგად ისწავლა, ახალ სამსახურს ეძებდა, ისეთს სადაც თავისი საქმე ეყვარებოდა, კმაყოფილ ღიმილს არ იშორებდა.
მაიკას აღარ იცვამდა, მას უკვე “კარგად ყოფნისკენ” თავისი მოტოციკმლ მოუწოდებდა.
მაიკა სხვას მისცა, ნაცნობს, რომელიც მეორადი ტანსაცმლიდ ვაჭრობდა. მან ეს მაიკა ერთ ერთ “ფუთაში” ჩატენა და საქართველოში გამოაგზავნა.. ეს მაიკა ერთ-ერთ თბილისის მაღაზიაშ მოხვდა.

დღეს მე შევიარე იმ მაღაზიაში, ვიყიდე ეს მაიკა, რადგან დავინახე თუ არა მეც ვიგრძენი რაღაც პოზიტიური, ემც გამეღიმა.
ახლა მაცვია, დავხედავ თუ არა მეღიმება.
მეც ვიპოვე “კარგად ყოფნისკენ” რომ მომიწოდებს ისეთი ნივთი.
პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს, ვიცი რომ ეხლა თუ ცუდადაა ყველაფერი, მალე გამოსწორდება და კარგად გავხდები.
ვიცი რომ მე ყველაფერი შემიძლია, ცუდი დღე ვაქციო კარგად.

Advertisements

2 thoughts on “Positive!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s