Free Hug

გუშინ, 2 სექტემბერს, პარასკევს, იყო ჩახუტების დღე ❤
ამ თბილი დღის ორგანიზატორი იყო, ადო.

1. როგორ მოვხვდი ამ “აქციაზე”?

როგორ და ფეისბუქიდან გავიგე, ადოს ბლოგს ხშირად ვსტუმრობ, შემთხვევით დავინახე “ჩახუტების და თბილი სურვილების დღე”
შევედი და იმ დღის მერე მოუთმენლად ველოდი 2 სექტემბერს.
მერე თითქმის ყველა მეგობარს ვუთხარი, წამოვალთო, არავინ არ წამოვიდა ლუკას გარდა.

2. შეხვედრა.

რუსთაველის მეტროსთან რამდენიმე ადამიანი დაგხვდა, გვერიდებოდა მისვლა და მერე თვითონ დაგვინახეს და დაგვიძახეს..
მინდა ავღნიშნო რომ მათთან ვიყავი დღის ბოლომდე და ძალიან კარგები აღმოჩდნენ.
მერე წავედით ფილარმონიასთან და იქ იმდენი ხალხი დაგვხდა, ცოტა შემეშინდა კიდეც.. არ მეგონა საქართველოში ამდენი თბილი და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი თუ იყო..

3. ხალხი.

ბევრი ჩაგვეხუტა, უმეტესად უცხოელები გვეხუტებოდნენ, კიდევ უფრო ბევრმა შეშფოთებული სახით შემოგვხედა, ბევრიც გაგვექცა, ბევრმა გაგვლანძღა და ვერ გაიგო ჩვენი მიზანი… ბევრმა დაგვცინა, რამდენიმემ დაგვლოცა და აღნიშნა კიდეც, რომ ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს))
მოკლედ ბევრი სითბო მივიღე და გავეცი, ძალიან ვიყავი ემოციებით დატვირთული და ეს კარგი შეგრძნება კიდევ რამდენიმე დღე მექნება.
უფრო ის მიხარია რომ აქციის მონაწილეები გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი და ეხლაც ვაგრძელებთ ურთიერთობას.
რა მოითმენს შემდეგ “ჩახუტების დღემდე” ((

ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ჩემს ემოციებს მაინც ვერ გამოვხატავ ნორმალურად..

ვინც არ იყავით ამ აქციაზე, გირჩევთ მოხვიდეთ შემდეგზე, რომელიც იქნება ზამთარში, არ ინანებთ.

4 thoughts on “Free Hug

  1. აუ რა მაგარია, ძალიან მინდოდა წამოსვლა:( იმედია შემდეგი დასვენების დღეს დაემთხვევა ჩემთვის და აუცილებლად წამოვალ ❤

დატოვე კომენტარი