აქ.. ბნელ ოთახში.

ფილმებში და დისნეის მულწიკებში ყოველთვის ბოროტი პერსონაჟები მიზიდავდნენ, გული მწყდებოდა მერე ბედნიერად რომ მთავრდებოდა.. ასევეა ცხოვრებაშიც, მიზიდავს ყველა მატყუარა და მოღალატე, ვიფქრობ რომ ეგეთი უნდა იყო და ცოტა მშურს კიდეც მათი.. ვისაც შეუძლია ადამიანის გამოყენება და მის ხარჯზე წარმატების მიღწევა. ასეთებმა ბევრჯერ გამომიყენეს და მომატყუეს, ეხლა კი ვისწავლე ჭკუა და მომინდა, რომ მეც ეგეთი გავხდე.. მაგრამ არ ზის ჩემში, არვარ საკმარისად ძლიერი რომ შევძლო ვინმეს წყენინება და მერე ეს ყვეალფერი დავიკიდო.
ტყუილს საერთოდ ვერ ვამბობ, სამაგიეროდ არავის აღარ ვენდობი.
ყველაფრის დაკიდებაც ნიჭია. თითქოს და არაფერი, მაგრამ ისეთი ძნელია უბრალოდ დაივიწყო, ყურადღება არ მიაქციო.
მე ეს ნიჭი ნამდვილად არ გამაჩნია, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ვერ გავარკვიე ჯერ.
ყველას პრობლემა– ჩემი პრობლემაა.. ყველას ტკივილი და მწუხარებაც ჩემია..
მინდა ყველას დავეხმარო, ბოროტებსაც, კეთილებსაც, საშვალოდ კეთილებსაც, ყველას, ყველას.
როცა ვხედავ რომ ვიღაცას სჭირდება დახმარება, შემიძლია თუ არ შემიძლია მაინც ვთავაზობ და ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო. მინდა ყველას სითბო ვაჩუქო და თავი რაღაცად ვაგრძნობინო.. მინდა სულ უმნიშვნელო რაღაცეებით მაინც გავაღიმო და გავამხიარულო..
ჩემი გლობარული გეგმა რამდენად შევასრულე არვიცი.. “გავაღიმო ხალხი”
ჩემს ‘მზეს’ სურათებს ვჩუქნი ხოლმე, ერთი ღიმილის სანაცვლოდ, ფორუმზეც ვუდებ ერთ გოგოს სურათებს და ისიც იღიმის. სასაცილო ამბებს ვუყვები ხოლმე ერთ მეგობარს და ვამხიარულებ.. გეგმა თავიდან წარმატებით მიდიოდა.. ახლა კი.. მეგოაბრს მობეზრდა უკბილო ხუმრობები, ფორუმი დახურეს.. მარტო ანი დარჩა და არვიცი დღემდე თუ “მაძლევს” ჩემს კუთვნილ ღიმილს..
პოსტი რას მოვაყოლე? უჰ ნევრები მეშლება სულ ჩემზე რო ვწერ, ტვინი გავბურღე ალბათ.. თუმცა სადმე ხომ უნდა გადმოვანთხიო ჩემი ემოციები და ეს ყველაზე კარგი ადგილია.
მინდოდა რამე ზე სევდიანი დამეწერა, ჩემი ხასიათივით, მაგრამ ვერ დავწერე..

ყველაზე მეტად კი მაინც ის მზე და იმედი მიყვარს, ბნელი ღამის მერე რომ გამოანათებს..
ბენ ოთახში რომ ზიხარ და უკვე ვეღარ ამჩნევ თვალებს როდის ახელ, ისეთი სიბნელეა, კუთხეში ხარ მიყუჟული, მოხრილი და საკუთარ თავს ათბობ.. უცებ კი კარებს შემოაღებს ვიღაც, გვედითა ოთახიდან სინათლე მოჩანს და შენც გინათებს იმ სიბნელეს, რომელსაც ასე შეეჩვიე, თვალები გტკივა, მთელი ოთახი ნათდება ნელ–ნელა, კარები ბოლომდე გაიღო და შენ ლამის დაბრმავდი.. თუმცა ძალას მოიკრებ, გაახელ თვალებს, წამოდგები და სინათლეს შეეჩვევი, თვალებიც აღარ გტკივა.
მე დაველოდები ამ შუქვს, იქნებ ვინმემ შემომიღოს კარები და გამინათოს ჩაბნელებული ოთახი.

Advertisements

3 thoughts on “აქ.. ბნელ ოთახში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s