საგიჟეთი (N3)

(N1)
(N2)

დილით ანანომ წყალი დამასხა თავზე, თბილი იყო კიდევ კარგი, წამოვხტი შეშინებული და რათქმაუნდა არ შევარჩინე და მეც გავწუწე..
ჯერ ოთახში ვიწუწავეთ, მერე გარეთ, უჰჰ არადა გრილოდა.. გავიყინეთ და გავჩერდით, პირსახოცებში გავეხვიეთ და ვისხედით ცოტახანი, მერე ყავა გავუკეთე, დავლიეთ და საწოლში შევგორდით, ფილმი ჩავრთეთ ისევ.
საკმაოდ კარგი ფილმები გადმოგვიწერია, ყველა მომეწონა, რათქმაუნდა ბევრი ნანახი მქონდა, მაგრამ გახსენება მაინც მესიამოვნა…
მერე საჭმელი ვჭამეთ, მერე გარეთ გავედით სასეირნოდ, დავათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და მდინარეზე წავედით, ხიდის ქვეშ ვისხედით და ქვებს ვისროდით, მრგვალ ქვებს ვეძებდი და ქვაზე ვასრიალებდი.. ანანოსაც ვასწავლე.
წამოვედით, დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო, ძლივს მზე გამოვიდა და სულ ოთახში არ ვისხედით..
გარეთ გავედით და ხილი დავკრიფე, მერე კარტი ვითამაშეთ..
ძალიან მომინდა საქანელა, პატარა ფიცარი ვიპოვე, ამოვჭერისავით გვერდებზე, ანანომ ბაწარი მოძებნა, ხეზე დავკიდეთ და ზედ ბალიში დავდეთ, უჰჰ რამდენი ვიკატავეთ, ხეს ვაწვდენდით ფეხის თითებს, სწრაფად, მაღლა, მაღლა!!!
მოკლედ ეხლა ისევ ლოგინებში ვართ შეფუთნულები, ისევ აგრილდა.. მორიგი ფილმი გველის ❤
წავედი ჩავაქრო შუქი და…
დროებით.
სიყვარულით, მე.

პ.ს. ამ სიმღერას ვუსმენდი, როცა პოსტს ვწერდი და მოუსმინეთ თქვენც ❤ სევდიანია..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s