ჩემი საწყალი თმა ((

არ მიყვარს ერთფეროვნება, არც ცვლილებები მიყვარს.. გარეგნობაში მარტო თორე ისე სტაბილურობა მირჩევნია ))
სამწუხაროდ როცა რამის შეცვლა მომინდება, ეგრევე თმას მივადგები ხოლმე. ჯერ იყოდა ჩალისფრად შევიღებე, მერე მუქ წაბლისფრად და მერე მწვანედ. ახლა ჭრელი თმა მაქვს და აღარც მახსოვს ჩემი ნამდვილი ფერი როგორია. შეჭრით სულ ბიჭურად მჭრიდნენ, მერე გავიზარდე, მერე ისევ ახალი მინდოდა რაღაც და კარე შევიჭერი.. დღეს ისევ რაღაც ვუქენი ჩემს საცოდავ თმას..

მოკლედ თბილისში მარტო ვარ, ჩემი ყველა მეგობარი ზღვაზეა, ერთი ბანაკში და ერთი სოფელში იყო.. მთელი დღე სახლში ვზივარ, ვწევარ, ვზივარ, ვწევარ … ფეისბუქი, ფილმები, ჭამა, საჭმელის გაკეთება, კითხვა.. მოკლედ მოწყენილობით ვკვდები! დღეს ძლივს ჩამოვიდა ნათია და ჩავედი სანახავად.. სურათები გადავიღეთ, ვიჭორავეთ და მერე უკვე სახლში წასვლის დრო რო მოვიდა მკითხა..

–სკოლისთვის რამე იყიდე?
–– მმ ჯერ მარტო შარვალი და ლეოპარძიკის ნაჭერი, შევიკერტე კიდეც რაღაცეები.. ააა ჰო კიდე თმის უთო, აი შენ როგაქვს ეგეთი..
– უი რა კარგია, აბა აწი გაისწორებ ხოლმე ‘ბჩოლკებს’ (ნათია დგება და გადის მეორე ოთახში)
––ჰჰ.. ხო მაგრამ ‘ბჩოლკა’ რომ არ მაქვს? (ბადნეული)
– (ნათია მოდის, იღებს მაკრატელს და მაჭირს თმას)
–– ეე ეე რააშვები?!! არ ქნაა, არ მინდა!
– უკვე შეგაჭერი, ძან გიხდება!!

ძალიან მოკლე მოუვიდა და აცაბაცა.. მოკლედ საშინლად მაქვს! ასეთი ცვლილება ნამდვილად არ მესიამოვნა! 😐 სახლიდან აღარ გავალ სანამ არ გაიზრდება! კიდევ კარგი სკოლა 2 კვირაში იწყება და იქამდე მაინც დაემსგავსება რაღაცას 😐
თუმცა.. ნორმალურად რომ შეეჭრა მეც მომწონს))
კარგი ის არის, რომ ცხოვრების ბოლომდე შენი ჩმორი ვიქნებიო! ჰაჰაჰა ))

ჰათ, შეაფასეთ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s