ზაფხულის 13 დღე ^^

დღე პირველი. (ჩასვლა)

დილით ადრე ამაგდო დედაჩემმა, 7 იქნებოდა.. მამიკომ წაგვიყვანა დიდუბემდე და ჩავსხედით მარშუტკაში. მგზავრობას ვერ ვიტან და მატარებლით მინდოდა, მაგრამ არაო.. წინ ვიჯექი და ყველა ამომსვლელ/ჩამსვლელის გატარება მიწევდა, + ფანჯარა ჰქონდათ წინ გაღებული, მეც გავაღე და გავიყინე. მოკლედ 4–5 საათში ჩავბობღდით სამეგრელოს სოფელ აბაშაში და დაიწყო ძლივს ჩემი ზაფხულიც!
ვნახე ყველა, მოვუყევი რა ხდებოდა სახლში და მერე უკვე საქმე აღარ მქონდა არაფერი. დავალაგე ჩემი ოთახი და წამოვგორდი.. ჩემი გიჟი ბიძაშვილი დამახტა თავზე, წამო რამე ვითამაშოთო.. ჰოდა დახუჭობანა ვითამაშეთ, გავერთე, ბავშვობა გავიხსენე, მაგრამ მალევე მომბეზრდა და ისევ წამოვწექი.

დღე მესამე. (წუწაობა)

დილით გავიღვიძე თუ არა ნატო ბიცოლასთან გადავედი, ნუ იქ ჩემი ყველაზე საყვარელი ბიძაშვილი, ვახო დამხვდა. სულ სახლშია ეგ ზარმაცი, სულ წევს და სულ ჩუმადაა.. მე მელაპარაკება ყველაზე ბევრს, და თუ ლაპარაკობს ისიც ისეთს ამბობს რო უნდა გაიგუდო სიცილით)) ძალიან ცხელოდა, აი ძვლები მეწვოდა უკვე, ბიცოლაჩემი მოვიდა და გადამასხა წყალი, თვითონ სახლში შევიდა, მე გაბრაზებულმა ვახო გავწუწე, ვახომაც შემასხა და წავიდა…. ვედროებით და ტაშტებით წუწაობა, შემოგვიერთდა თეონაც (მისი უმცროსი, გიჟი და) და მოკლედ გავილუმპეთ.. ჭის წყალი იმდენად ცივი იყო ცოტა შემცივდა კიდეც.

დღე მეექვსე. (ნორა)

ჩემი დაც ჩამოვიდა და აი მერე დაიწყო გართობა.. ნორას გარეშე მარტო მე და ვახო ვიყავით ხოლმე “ბირჟაზე”. გავიდოდით 9 საათზე ჭიშკართან, ჩამოვსხდებოდი ბოგირზე და ქათმებივით ჩამოგვეძინებოდა, მერე მივდიოდით სახლებში. ნორა ცნობილი “ბუნტის თავი” იყო და “ბირჟის უფროსიც” ჩამოვიდა და იმ საღამოს შედგა ნამდვილი ბირჟა! 1 მდე ვსეირნობდით და ვლაპარაკობდით.. მე რა.. ისინი, თორე მე მეძინა.. მივეჩვიე ადრე ძილს და იქვე სკამზე ჩამძნებია.. წუწუნით ტვინი რო გავბურღე დავიშალეთ..

დღე მეათე. (ტეხურა)

ნორას წასვლის დროც მოვიდა, ის რო იყო სულ კარტს ვთამაშბდით, სასამთროები მოჰქონდათ ბიჭებს.. მერე გადაწყვიტეს ტეხურაზე წასვლა, უცებ მოილაპააკეს და დილით წავედით 6 კაცი.. დავეკვეხეთ მანქანაშ და წავედით. ტეხურა საშინლად ცივი, მაგრამ ისეთი კამკამაა ქვებსაც დაითვლი. იქ დიდი ხიდია, მინდოდა გადმოხტომა, მაგრამ არაო (( მერე მეორე მანქანითაც მოვიდნენ დანარჩენები და კარგად გავერთეთ, მოვიარეთ იქაურობა.. დანგრეული ციხე–კოშკები დავათვალიერეთ და წამოვედით. მეორე დღეს ნორას ქმარმა მოაკითხა და ზღვაზე წავიდნენ..

დღე მეთერთმეტე. (წამება)

ზაზას მამაჩემიც გამოყვა, მე დილით მაყვლის დასაკრეფად გამაგდეს : ( მე ვახო ის გიჟი და ხატია წავედით.. ეს იყო… ცხელოდა, ძალიან შორს წავედით, მაყვალი ცოტა იყო და დავაკვდით, მერე მოგვწყურდა, მოგვშივდა, დავიღალეთ.. ჯერ ცოტა გვქონდა დაკრეფილკი და ვერ წავიდოდით.. ისე მოგვწყურდა მდინარის წყალი დავლიეთ, ნახევარი მაყვალი შევჭამეთ.. წყალში ჩავხტი მე და მაშინ ამოვარდა ქარი, წვიმა დაიწყო და გავიყინე. ვეხვეწე წავიდეთ მეთქი, უნდა ავავსოთო და მერეო.. ძივს დავითანხმე, მაგრამ ეჰ.. სახლამდე კიდევ 2 საათის სავალი იყო დარჩენილი.. ისეთი გამოფიტული ვიყავი ვეღარ ვლაპარაკობდი, ძლივს დავდიოდი.. მივედი სახლამდე ❤ 3 კილო დამიკრეფია, ყოჩაღ მე!

დღე მეთორმეტე. (თევზაობა)

ისევ გამაგდეს, სათევზაოდ, მამაჩემა თევზი მინდაო, ლუდთან კარგიაო.. წავათრიე ისე ვახო და ის გიჟი ღორჯოების დასაჭერად.. უფ მზე ისე აჭერდა, მაიკაც დამეზაგრა.. მე ტყუილად მეჭირა ანკესი, ერთი ცალი დავიჭირე მარტო.. ვახომ დანარჩენი 25 )) თევზი არიყო საერთოდ, თორე ადრე 100 ცალსაც ვიჭერდით. მივედი სახლში, შევუწვი მამიკოს, ფეიქობდა და მივუტანე მაგიდასთან..დაიწუნა რა ძან შეგიბრაწიაო, ჩემი გამწარებული სახე რომ დაინახა, ვიხუმრე ვიხუმრე მაგარიაო..

დღე მეცამეტე. (დაბრუნება)

დილით ისევ ადრე გამაღვიძეს.. 7 ის ნახევარზე ავდექი, ისევ მეძინა და ჯერ ვერ ვხდებოდი, რომ მივდიოდით. მარშუტკამ კარებთან გამოიარა, გავყევით და… შუა გზაში ივხვდი, რომ მივდიდიოდი… დამწყდა რაღაცნაირა გული. თბილისში რავაკეთო? მოკლედ აი ასე მორჩა ჩემი ზაფხული.. ზღვაზე კი მინდა, მაგრამ ამრტო არ მიშვებენ და … ეხლა დავისვენებ ცოტას, ბევრს დავიძნებ, წავიკითხავ და მერე სკოლა… ოჰ აბიტურიენტი ვარ და აიი მერე იწყება არდავიწყება ((

იმედი მაქვს თქვენ კარგად დაისვენეთ/ისვენებთ.

მომენატრა ჩემი ბლოგი ^^

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s