ცვლილებები?!

ყველაფერი კარგად მაქვს ოლივერ. ნუ უმეტესად. შენ?
აღარ ვუჩივი დეპრესიას და სუიციდს.
აღარ მაწუხებს ყოველ დილით უაზრო ფიქრები და აღარც ის მელანდება თუ როგორ ვკვდები, აღარ მსიამოვნებს ამის დანახვა.
მობილურის დატენვაც ვისწავლე და ისიც ვიცი უკვე სად დევს ჩემი ნივთები. ხანდახან მაინც მავიწყდება და დედა მეხმარება, ძველებურად რა.
კითხვა შემიყვარდა. ძან არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ბევრად მეტს ვკითხულობ ვიდრე ადრე.
სახლსაც ვალაგებ ხოლმე, თუ შევყევი ისე ვაწკრიალებ ყვეალფერს მიკვირს ხოლმე.
სკოლა შემიყვარდა, ბავშვებიც აღარ მაღიზიანებენ დიდად, ვამთავრებ და ეხლა მივხვდი, რომ კარგი ყოფილა ბავშვობა. ბანალურად რა…
გაზრდა არ მინდა. პირიქით! ნეტა ისევ დახუჭობანას და წრეშიბურთს ვთამაშბდე ხოლმე ეზოში.
აღარც უაზროდ მიყვრდებიან ბიჭები, ერთი ღირსეული ამოვარჩიე და ის მიყვარს მთელი გულით. ჰო ის მოხდა რისიც მეშნოდა, ზედმეტად შემიყვარდა, მარგამ არ ვნანობ, ძალიან კარგი ბიჭია.
აღარც ძველი “სიყვარულების” მონატრებები მტანჯავს, ძველი დრო მთლიანად ჩაბარდა წარსულს. კარგიც და ცუდიც. ახლა მე სხვანაირი ვარ, უკეთესი.. (?)

მივეჩვიე ამ უჩვეულო ბედნიერებას, ნუ რაც ქვია. ცუდად ყოფნაც მიხარია ხოლმე, კარგი გრძნობაა თავისებურად. ისევ ვტირი ბანალურ ფილმებზე და ისევ ვუყურებ “მეგობრებს”.. გახსოვარ მე ამ სერიალის გარეშე? ისევ მიყვარს მწვანე ფერი და მჟავე კიტრი. ისევ მინდა პარაშუტიტ გადმოხტომა და ისევ ჭუჭყიანი კეტები მაცვია ხოლმე.

p.s.

Advertisements

One thought on “ცვლილებები?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s