ფერთა თერაპია, როგორც განწყობის ამაღლების საშუალება.

ფერი — ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივ სუბიექტური მახასიათებელია, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურ, მხედველობით შეგრძნების წარმოშობის საფუძველზე და დამოკიდებულია მთელი რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურობით, ასევე სპექტრული შემადგენლობით, ფერის და სიკაშკაშის კონტრასტზე მიმდებარე სინათლის წყაროსთან შედარებით, ასევე საგნებზე რომლებიც არ ანათებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტამერია, განსაკუთრებულად ადამიანის თვალის და ფსიქიკის.

ახლა მოგიყვებით ყველა ცალკეულ ფერზე და მის თვისებებზე:

წითელი – სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერი, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით. ამასთან, სულაც არ არის საჭირო ოთახი წითელ ფერში შეღებოთ, ან წითელი ფარდები ჩამოკიდოთ. საკმარისია დადოთ მაგიდაზე წითელი ყვავილები, მაგალითად ვარდები ან მორთოთ ოთახი წითელი ქაღალდის ან მინის გულებით. მთავარია – ზომიერება. რაც ნაკლებია წითელი ფერი, მით უკეთესია და მით უფრო დადებითად მოქმედებს იგი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ წითელი თეთრეული – ყველაზე სექსუალურია. იგი უბრალოდ აძლიერებს სექსუალურ “მადას”. იგივე ითქმის წითელ საცხზე ტუჩისათვის და ლაქზე ფრჩხილებისათვის.

ნარინჯისფერი – სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში. იგი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია სექსუალურ სფეროში არსებული დარღვევებისას. მაგრამ იყავით ფრთხილად: დიდი რაოდენობით ნარინჯისფერი იწვევს შეშფოთებას და განრისხებას.

ყვითელი – კიდევ ერთი ფერი-სტიმულატორი. იგი დადებიდათ მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე და ხელს უწყობს მოდუნებას. თუ რაღაცაში აიხლართეთ, დაკარგეთ რეალობის შეგრძნება ან გაწუხებთ გულმავიწყობა, შეარჩიეთ ყვითელი. თუ გჭირდებათ სწრაფად დაიმახსოვროთ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მოიმარაგეთ ყვითელი ფერის საგნები გარშემო.

მწვანე – პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას. იგი აწყნარებს, ხსნის გაღიზიანებას და დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. თუ თქვენთვის თქვენი სახლი – თქვენი ციხე-სიმაგრეა, სადაც აღიდგენთ ძალებს, გამოიყენეთ დეკორში მწვანე და მისი მრავალფეროვანი ელფერი(მაგალითად, მწვანე ქვები ან სანთლები). შესანიშნავი იდეაა ოთახის მცენარეების მომრავლება. ეს ფერი ასევე იზიდავს ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების ენერგიას (შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ფული მწვანეა!).

ცისფერი – სპეციალისტები თვლიან, რომ ცისფერს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და პირ-ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიც კი. ცისფერს იყენებენ ზოგიერთი პროცესის შენელების მიზნით, მაგალითად, გახშირებული გულისცემის ან ქალისათვის ჭარბი მენსტრუაციის შემცირების მიზნით, დიარეისა და უძილობის სამკურნალოდ.

ამბობენ, რომ ცისფერი სამოსი ეხმარება კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას, ხოლო იისფერი ჭურჭელი – შეგიმცირებთ მადას. ფერთა მაგიის ლოგიკა აქ გასაგებია: ცივ ფერებში უნდა ეძებოთ დახმარება რაღაცის «გაციების» საჭიროების შემთხვევაში – ტემპერატურის, ნერვული დაძაბულობის ან მადის.

ლურჯი – დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში. ამას გარდა, ლურჯი და მისი გამა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში და აწონასწორებს ხასიათს. ცივი ლურჯი დაგეხმარებათ დამწვრობის მოშუშებაში, აქვეითებს მაღალ ტემპერატურას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მაგრამ ლურჯის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან აპათია ცხოვრების მიმართ და მოწყენილობა.

იისფერი – დაგეხმარებათ ეპილეფსიის და ართრიტის მკურნალობისას, ჭრილობების შეხორცებაში და ძვლების შეზრდაში. ეს ფერი ასევე სიმბოლოა სულიერი ზრდისა. იისფერი დაგეხმარებათ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში და სულიერ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შთაგონების ფერია! გამოიყენეთ იგი მედიტაციის დროს, რომ მიაღწიოთ გასხივოსნებას და მიიღოთ პასუხი გადასაწყვეტ საკითხზე.

თეთრი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი, რომელსაც ნეგატიური ემოციის გასაწმენდად იყენებენ. იგი დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიისა თვითშემეცნების უმაღლესი დონის მიღწევაში. თეთრი ასევე იმედის სიმბოლოა, სიწმინდისა და შემოქმედების. აღმინშვნელია წმინდა ცოდნისა და სულიერი ხელმწიფებისა. ამიტომ, თუ ძალიან “ჩაიძირეთ” საზრუნავში, პრობლემებში და სტრესში, მოიმარაგეთ გარშემო თეთრი ფერის ნივთები – და გული და აზროვნება გაგინათდებათ.

ფერთა თერაპიის გამოყენება უფრო იოლადაც შეიძლება – გამოჭერით ფერადი მუყაოსაგან ბანქოს მსგავსი 7 ნაჭერი, საჭიროებისამებრ აიღეთ ერთ-ერთი მათგანი და უყურეთ 7-10 წუთი. მაგალითად, გვიან საღამოს, როცა დეპრესია შეგახსენებთ თავს, გამოიღეთ ნარინჯისფერი “ბილეთი” და …ვიზუალურად შეისრუტეთ პოზიტივი. გვერწმუნეთ, ეს ისე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი ხარზე

წყარო: “icodi.ge”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s