წერილი დედას..

შენ არ ხარ ცუდი დედა, არც ცუდი ადამიანი..
ცხოვრებამ მოიტანა უბრალოდ..
ბევრი გაქვს გადატანილი, არც მეგობრები გყავს და არც ჩვეულებრივი ცხოვრება როგორიც აქვს თითქმის ყველას.
არც მშვიდად არ ხარ არასდროს, სულ რაღაცაზე ნერვიულობ.. შენი ცხოვრება შენი შვილების და ქმრის გარშემო ტრიალებს და ისინიც არ არიან ისეთები როგორებიც გინდოდა რომ ყოფილიყვნენ..

მე ძალიან ცუდი შვილი ვარ, არაფერში არ გეხმარები, სულ რაღაცას გთხოვ და თუ არ მისრულებ გებუტები.
ხანდახან ისეთი აუტანელი ხარ, მეზიზღები.
მაგრამ მერე გადამივლის და ისევ ძველებურად მიყვარხარ ხოლმე. ბოლო დროს აღარ ვაქცევ ყურადღებას შენს ჩხუბს და რჩევებს, იმიტომ რომ არ მომწონს ისინი. ვიცი თუ შენს ერთ რჩევას მაინც გავითვალისწინებ უფრო კარგად ვიქნები, მაგრამ მე ჩემით მინდა ყველაფერს მივხვდე და ვისწავლო. როცა დამჭირდები, გეტყვი.
დედა, მე არ მინდა რომ შვილი მყავდეს. არ მინდა რამე ცუდი ვუთხრა და ვაწყენინო, როგორც შენ მე. არ მინდა რამეზე ვუთხრა უარი ან მისი აღზრდის დროს რამე შემეშალოს. არმინდა ჩემმა შვილმა მერე ვიღაცის ცხოვრებაა დაანგრიოს და მოატყუოს. არც ის მინდა ჩვემა შვილმა ფეხბურთზე იაროს. შენ არაფერ შუაში ხარ. მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე ისეთ რაღაცეებს რასაც საკუთარი შვილისგან ვერ ავიტანდი.
შვილი შეიზლება მინდა, მაგრამ ვიღაცის დედა რომ ვიყო არა!
დედა, გთხოვ შეიცვალე, გთხოვ გამანებე თავი და უბრალოდ იყავი დედაჩემი. არ მინდა მე შენი მეგობარი ვიყო და ყვეალფერს გიყვებოდე, ამისთვის საკმარისად მყავს მეგობრები, ვიცი დედას რო უყვები და გიგებს სულ სხვაა, მაგრამ გატკენ ჩემი სისულელეებით ხომ ვიცი არა?! არც შენს რჩევებს ვითვალისწინებ ხომ ხედავ? მერე კი ვნანობ, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობ და აღარ ვიმეორებ… არც გათხოვებას ვაპირებ და არც სახლის დალაგებას, მე სულ სხვა ცხოვრება მინდა. არც უნივერსიტეტი და არც იურისტობა მიზიდავს, მე ავირჩიე ჩემი პროფესია და არ მაიტენრესებს რას იტყვის ხალხი, დიპლომი რომ არ მექნება.

დედა, უბრალოდ იყავი დედაჩემი, რომელიც მეუბნება მალე დაწექიო. საჭმელად მეძახის, ფულს მაძევს რომ ვიყიდო სასურველი ნივთები. მეუბნება სად დევს ჩემი მაისური და ღამე მირეკავს 12 საათია ამოდი სახლშიო.
ბევრს ვითხოვ?! ჰო, ვიცი..

Advertisements

9 thoughts on “წერილი დედას..

  1. 🙂 დედასთან მეგობარივით ყცოფნის წესი არც მე მომწონს რაღაც… სულ სხვა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ვერასოდეს შევხედავ მეგობარივით… რაღაც არაბუნებრივად მეჩვენება…

  2. 🙂 არა, მაგრამ, რომ გეთანხმები ამ საკითხში, ეგ აშკარაა.
    დედაჩემს უყვარს თქმა (ადრე უფრო უყვარდა) დედა და შვილი მეგობრები უნდა იყვნენო, თავიდან მეც ასე მეგონა და ვფიქრობდი, ნეტა, რატომ არ გამომდის-მეთქი, მაგრამ მერე, როცა ჩემ ცხოვრებაში და აზროვნებაში ზოგიერთი რამ ისე შეიზვალა, რომ დედას ამაზე არ გაუგია (არ იყო დედასთან განსახილველი თემები აშკარად), არც მოუთხოვია, ვილაპარაკოთ ამაზეო, იმიტომ რომ არ შემტყობია, ალბათ, მივხვდი, რომ აშკარად სხვა ურთიერთობა მქონდა დედაჩემთან და აზრი არ ჰქონდა ამისთვის მეგობრობის დარქმევას…
    პრინციპში, მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს…
    ვერ წარმომიდგენია, დედის და შვილის მეგობრობა… სულ მეგონა (ახლაც მგონია) რომ როცა მე რაღაცის მოყოლას დავიწყებ, ის იფიქრებს ჯერ როგორც დედა, და მერე-როგორც მეგობარი…
    და ეს ბუნებრივიცაა. დედა-შვილობა ხომ უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ ორივე შევთანხმდებოდით (ან დავაპირებდით შეთანხმებას), რომ მეგობრები ვყოფილიყავით.

  3. მმ.. ადრე მე და დედა მეგობრები ვიყავით.. მაგრამ მერე გაჩნდა რაღაც საკითხები, რომლებზეც უბრალოდ არ მინდა დედას ველაპარაკო.. არ მინდა და მორჩა!! მე და დედას ნებისმიერ თემაზე შეგვეძლო გველაპარაკა და ასეც ხდებოდა, მაგრამ მერე მე შევიცვალე.. ვიცი ამით გულს ძალიან ვტკენ.. ხანდახან უთქვამს კიდევ თუ გიყვარვარ საერთოდო?.. მაგრამ რა ვქნა დედა და მეგობარი ამ ასაკში ჩემთვის ორი სულ განსხვავებული მცნებაა.. დედა დედაა მეგობარი მეგობარია :))))

    პ.ს
    ჩემი კომენტარი პოსტზე იყო და არა შენზე :პ

    • ხო მეც მაგას ვამბობ რო როგორ უნდა ვუთხრა დედაჩემს ძალიან პრაიდული რარაცებიი? თუნდაც შეყავრებულს რო ხება ო.ო მეგობარ გოგოებს ძლივს ვეუბნები და დედაჩემი ჰმ..
      მერე გამომკეტავს სახლში ო.ო

  4. როგორ შეიძლება დედა იყოს მეგობარი… მეგობარი ხომ ვერ გახდება შენი დედა, შესაბამისად ვერც დედა იქნება მეგობარი…. იმიტომ რომ იმიტომ!!! და არ მიყვარს, ძალიან არ მ იყვარს როცა ამბობენ მე და დედაჩემი დაქალებივით ვართ… მმმ./. შეიძლება ასე უკეთესია, მაგრამ….. უჰჰჰ არაა…. აიი ვერ მოვუყვები შინაგანად ყველაფერს. ვერა რა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s