გამოვფეისბუქდი!

ანონიმ გამოფეისბუქებულთა კლუბი:

– გამარჯობათ, მე ნათია ვარ და მე გამოვფეისბუქდი!
– (ყველა ერთად) გა მარ ჯო ბა ნა თი ა!


ჩემი ცხოვრება ფეისბუქის გარშემო ტრიალებს.
დღითიდღე მატულობს ახალი ფრაზები ჩემს ყოველდღიურობაში, რომელშიც ჭარბობს სიტყვა “ფეისბუქი”

მაგალითად:
1. მეგობარი მოდის შენთან და შემოსვლისთანავე გეუბნება ” ფეისბუქზე შევალ რა”
2. კომპიუტერში ვნახულობთ რამე ბავშვობის სასაცილო ვიდეოს და ისმის ფრაზა “ვოლზე უნდა დაგიდო ეს!”
3. იღებ ახალ სურათს სადაც შენ და შენი მეგობარი ხართ.. “ფბ.ზე დადე და მეც დამთაგე!”
4.”ფბ. ზე შემო” (ყველაზე ხშირია ეს)
5. “დღეს ფეისბუქზე “უბორკა” მქონდა და ვისაც არ ვიცნობდი ყველა წავშალე”
6. მეგობრებმა/შეყვარებულებმა იჩუხბეს.. “ფეისბუქიდან(ჩემი ცხოვრებიდან) წავშალე!”
7. რომელ საიტზეც არუნდა შეხვიდე ყველგან ნახავ ფეისბუქის “ლაიქს”
8. “(ვიღაცა)–ს კომენტარი ნახე? აუ რამდენი ვიცინე”
9. “ფეისბუქზე ისეთმა ვიღაცამ დამიმატა აღარ მინდა საერთოდ შესვლა! არადა რო წავშალო ტეხავს..”
10. შეყვარებულების ჩხუბი “რა კომენტარებს უტოვებ გოგოებს სურათებზე?! ჰა? ჰა? ვისა ჩემი?! (იღებს დანას და წკაპპ) კიარადაა :პ )

და ა.შ.

მოკლედ როცა შევატყვე რომ სრულიად ფეისბუქზე ვიყავი დამოკიდებული და ნარკოტივით შეჩვეული, გადავყვიტე გამეუქმებინა.. მაგრამ ერთი ადამიანის თხოვნით გადავიფიქრე. ბოლოს უკვე ყელში იყო ამოსული გამოფეისბუქებული ცხოვრება და გავაუქმე.
თავს როგორ ვგრძნობ?! აი ისე თითქოს 70 წლის მოხუცმა დაანება სიგარეტს თავი, რომელიც 13 წლიდან ეწეოდა >,<
ხელები მეფხანება, აღდგენა მინდა, მაგრამ ჯერ მყარად ვდგავარ ჩემს აზრზე! უკვე რამდენჯერმე იყო ფეისბუქზე შესვლის აუცილებლობა, მაგრამ უარი ვთქვი ასეთ ცხოვრებაზე და გადავწყვიტე გამოვჯანმრთელდე!

შენიშვნა: მე არავის დავცინი, რომ მათ ავქთ ფეისბუქი და არ აპირებენ მის გაუქმებას. მე არ გაძალებთ რომ ქნათ იგივე. მე არ ვცდილობ ვიყო გამორჩეული და განსხვავებული. მე არ ვამბობ რომ ფეისბუქი არის ცუდი! პირიქით მე ვაღიარებ რომ ის გენიალურია! მან უკვე შიპყრო თითქმის მთელი მსოფლიო. მე არ ვდებ პირობას რომ გავუძლებ ამ წამებას და არ აღვადგენ ფეისბუქს.

– აი სულ ეს იყო ჩემი ისტორია, და მე ძალიან მინდა თავი დავანებო ამ სასიამოვნო, მაგრამ მავნე ჩვევას.
– ყველა დგება და მიკრავს ტაშს. (ერთად) მა დლობთ და ნახ ვამ დის ნა თი !

Advertisements

6 thoughts on “გამოვფეისბუქდი!

  1. მგონი გამოქეისბუქება არ მემუქრება :)) ყოველდღე კი შევდივარ, მაგრამ რატომღაც.. აუ რავიცი რა :დ მიყვარს მე ჩემი ფეისბუქი ❤ უკვე მეორე წელია ერთად ვართ ❤ (ვიღაც დეგენერატს რომ არ გაეტეხა, ახლა 5 წელი შესრულდებოდა)!!! :))) ❤

  2. ჰოო და კიდევ.. ამ ბლოგის მფლობელს მინდა დავეკონთაქტო.. რაღაც დახმარებანნი მჭირდება.. :პ თუ წინააღმდეგი არ იქნება ნ ა თ ი ა (ფეისბუქს ვფიქრობდი, მაგრამ..) სკაიპში დავეკონთაქტები :)) ❤ წინასწარ მადლობა ❤

    • ძალიან ცუდი ვარ ვიცი მარგამ უნდა გკითხო 😦 ვერ გიცანი და რომელიხარ?…
      სკაიპშ თუარგწყავარ გეტყვი იდს და დამამატე :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s