მოიცა, ჰო, უნდა დავლაგდე.

იღებ ფანქარს, გინდა დახატო და ზუსტად მაშინ გავიწყდება ხატვა.
იღებ ფურცელს და ასოების მოყვანილობა დაგავიწყდა.
იფიქრე დავბეჭდავო და აზრებიც აგერია.
მოიცა, ჰო, უნდა დავლაგდე.

მუზა ისევ მოვიდა, სახელად ლილი. მუზა დღეს მუქი ლურჯია და სულაც არაა თბილი..
მუზა კი მოვიდა, მაგრამ მაინც ვერ ვლაგდები.
მერამდენე ღამეა არ მიძინია, აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო, მგონი ვგიჟდები. მერევა ხოლმე სიზმრები და რეალობა ერთმანეთში.. დილით ვიძინებ მარტო და მერე ყველაფერი მტკივა. რაც მინდა რომ მოხდეს ისინი ხდება ხოლმე სიზმრებშ და თან იმდენად რეალურად რომ ხანდახან მართლა მჯერა. მერე ვიგებ სიმართლეს და მემსხვრევა ყველაფერი.
რაზე ვფიქრობ ღამე? ყველაფერზე თითქმის, არაფერზე მნიშვნელოვანზე ოღონდ. თორე მერე მართლა გავგიჟდები! ვფიქრობ ლამაზ, გამჭირვალე ჭიქებზე, ჩარჩოებზე ლამაზი ჩუქურთმებით, ლამაზ, მოქარგულ კაბებზე, სრიალა და ხვეულ თმაზე, გრილ სილაში ჩაწოლაზე და შიგნით ცურვაზე, პარაშუტზე და ფრენაზე, მსხლის მოყვანილობაზე და ათას სისულელეზე.
უბრალოდ ძალიან არეული ვარ, ძალიან გულნატკენი. ვისგან და რაისგან არ ვიცი, უბრალოდ თითქოს ყველაფერი მტკენს.
დღეს ზოოპარკში ვიყავი და გამოკეტილმა ცხოველებმა მატკინეს გული. ადამიანების ასეთმა ადამიანურმა და არა ცხოველურმა საქციელმა. მეც ერთ–ერთი ცხოველი მეგონა თავი, ოღონდ უფრო ბინძური და საცოდავი.. გამოკეტილი საკუთარ სხეულში, თავზე მოხვეულ აზრებში და სიყალბეში, რომელსაც ვითომ ცხოვრება და რეალობა ჰქვია.
მეც იმ ცხოველებივით ვოცნებობ თავისულფებაზე და გალიის შემთხვევით დატოვებულ ღია კარებზე.. გაქცევაზე და გაფრენაზე.. უბრალოდ მინდა გამოვუშვა ჩემი თავი და ვიყო ის ვინც ვარ.. მაგრამ ვერ.. არ შეიძლება, ძალიან ძნელია. უბრალოდ ძალიან ნატკენი ვარ ყველათი და ყველაფრით.

აზრები მაინც დაულაგებელი დამრჩა.
ვერაფერი დავხატე.
ვერც დავწერე, თუმცა ასოების მოყვანილობა გამახსენდა.
მოიცა, ჰო, უნდა დავლაგდე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s