ბოლო სიტყვა

როცა თქვენს მეგობარს მამა გარდაეცვლება, სყველა საქმეს მიატოვებთ და მის გვერდით იქნებით..არ იცით რაუნდა უთხრათ, რით გაამხნევოთ, გააცინოთ ან დაამშვიდოთ.. უბრალოდ გვერდით ხართ..
ეს საკმარისიცაა ალბათ ასეთ მომენტებში.
ჩემს მეგობარს ბაბუა გარდაეცვალა ადრე და მაშინაც ასე მოხდა.. მერე უბრალოდ სხვა თემებზე ვხუმრობდით და ვცდილობდით მის გახალისებას.

ვუყურებდი ისევ სერიალს,(How I Met Your Mother) რომელიც ძალიან შემიყვარდა, მთელი დღე გადამბმულად ვუყურებ სერიას სერიაზე და ვეღარ ვშორდები, მეც მათთან ერთად განვიცდი და მიხარია. ჰოდა ერთ–ერთ პერსონაჟს(მარშალს)მამა გარდაეცვალა.. დაკრძალვაზე ყველა, გარდაცვლილის ბოლო სიტყვას იხსენებდა, სამწუხაროდ მარშალს მამამ ბოლოს მხოლოდ ეს უთხრა ” “კრაკაძილ დანძი 3ს” უყურე, გუშინ ტელევიზორში ვუყურე და ძალიან მაგარი ფილმია!!”

ზიხარ და უყურებ სხვებს, როგორ იხსენებენ სხვადასხვა ისტორიებს..
დედა: ჩემი და მარვინის ბოლო საუბარი ისეთი თბილი იყო, ბოლოს კი მაკოცა და მითხრა, რომ ჩემო ლამაზო, მე უბედნიერესი კაცი ვარ ამ ქვეყნად.
შვილი: როცა კალათბურთს თამაშობდნენ მამა და ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი შვილი წაიქცა, მან ის ააყენა, ჩაეხუტა და უთხრა “ჩემიპონო, ამაში არაფერია საშიში, ხანდახან თუ წაიქცევი ხოლმე. მე ყოვეთვის ვიამაყებ შენით”
მეორე შვილი: ტყეში ვიყავით და უცებ ჩვენთან პატარა ნუკრი მოვიდა, მამამ საჭმელი გაუწოდა და ისიც პრიდაპირ მისი ხელიდან ჭამდა..

მეგობრები (ტირილით): ფუფ რა ბანალურია, შენი კრაკაძილი განძი ყველაზე მაგარია!

მარშალი გადის ოთახიდან, გარეთ თოვს.. მეგობრები გაჰყვნენ.. მობილურზე ერთი შეტყობინებაა მამამისისგან, რომელიც მან სიკვდილის წინ დაუტოვა, მაგრამ მას ჯერ არ უნახავს, ეშინია რომ კრაკაძილ განძიზე უარესი იქნება რამე.. ბოლოს გადაწყვიტა რომ , მერე ინანებდა და მოუსმინა.. შემთხვევით დაერეკა მამამის და მხოლოდ შრიშნის ხმა ისმოდა..

მარშალი (გაბრაზებულმა): მამაჩემი იყო ჩემი გმირი, მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი. არასდროს არ მიცრუვებდა იმედს.. ეხლა კი ის აღარაა.. და მე რითი დავრჩი? შეტყობინება სადაც მხოლოდ შრიშინი ისმის?! მარლობა ღმერთო! შენ წაიყვანე მამაჩემი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ურბალოდ ადექი და წაიყვანე ასეთი ახალგაზრდა.. და ის ჩემს შვილებსაც ვერ ნახავს!! მადლობა ამ შეტყობინებისთვის! ეს ასეთი მოსახერხებელია.. როცა მოვიწყენ და მარტო ვიქნები უბრალოდ ჩავრთავ და მოვუსმენ ამ ხმას! მადლობა ღმერთო, მადლობა!
ეს ეს… უსამართლობაა .. მთელი ადამიანის სიცოცხლე აი ასე მთავრდება და .. ჩვენ?! ჩვენ რა გვრჩება?

ამ დროის განავლობაში ის ისევ უსმენს ამ შეტტყობინებას, მხოლოდ შრიშინი და უცებ ხმა.. მამამისის ხმა..

მამა: უი მარშალ, უკვე 5 წუთია თურმე გირეკავ, როგორ მოგწონს ჩემი შარვლის ხმა? (ჩაეცინა) მოკლედ ძალიან გამიხარდა დღეს შენი ნახვა და უბრალოდ მე შენ მიყვარხარ.

მარშალის ცოლი: ხედავ? ბოლოჯერაც არ გიღალატა..
დაა მერე ეხუტებიან ერთმანეთს..

შევიდა ეკლესიაში და მამისის ბოლო სიტყვებათ კრაკაძილ განძიზე თქვა.. “მე შენ მიყვარხარ” კი თავისთვის შეინახა..

რა სისულელეა არა?! როცა ადამიანს ელაპარაკები არასდროს არ ფიქრობ იმაზე, რომ ეს შეიძლება უკანასკნელი სიტყვებია რასაც ეუბნები/გეუბნება.. შენ შეიძლება რამე საშინელებაც უთხრა და მერე ინანო მთელი ცხოვრება.. არ ვუკვირდებით ჩვენს სიტყვებს.. და იქნებ მოვკვდეთ? იქნებ როცა ამ ადამიანისგან წავალთ მანქანა გაგვიტანს? ან რამე სხვა და ჩვენს გავქრებით.. იმ ადამინს კი პრიველი რაც გაახსენდება ჩვენზე ის ბოლო სიტყვები იქნება რაც ვუთხარით..
და მე? მე რა ვუთხარი ნეტა ბოლოს დედაჩემს? მეგობრებს? ჩემს დებს? …
მნიშვნელოვანი არაფერი, რამაც შეიძლება დაამშვიდოს ისინი ჩემი სიკვდილის მერე, ან იამაყონ ჩემით, ან უბრალოდ.. არმითქვამს არცერთვისთვის რომ მე ისინი მიყვარს და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.. და რას ველოდები? ბოლო წვეთს ისევ.. სანამ სიკვდილის პირას არ ვიქნები უკვე.. ხომ შემიძია ავდგე და ვუთხრა ყველას ყვეალფერი? მერე დამშვიდებულმა ვიარო, რომ თუ მოვკვდი, სიკვდილის წინ არაფერს არ ვინანებ რატომ არ ვუთხარიმეთქი..

და მაინც.. გავაგრძელებ ცხოვრებას და ჩემს გრძნობებს ჩემთვის შევინახავ.. მხოლოდ სიკვდილის წინ ვიტყვი რამე ბანალურს, აზრიან და გულშიჩამსწვდომს! მე ხომ ადამიანი ვარ : )

Advertisements

4 thoughts on “ბოლო სიტყვა

  1. იცი რა? ძალიან ნიჭიერი ხარ. მართლა ძალიან ძალიან კარგად წერ და არ გაჩერდე რა… არ მოგბეზრდეს!

    • მეცც ც<3 მართალია "მეგობრების" კოპია მაგრამმ ესენიიც აკრგად ხუმრობენ ხოლმე :დ აიიი ბარნი არის შედევრი! ეგეთი მაგარი მსახიობი არ არსებობს სხვა!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s