პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

***
ტტტრრ ტრრრ… ტელეფონზე ზარია.. აიღო ყურმილი, გამომცემლობაში დაიბარეს, სიხარულით წავიდა და დათქმულზე 20 წუთით ადრე უკვე იქ იყო.. დაავალეს დაეწერა რამე, თუ მათთან მუშაობა სურდა (მას სურდა). 1 კვირა მისცეს, რომ უკვე გასწორებული და ჩამოყალიბებული სტატია ჩაებარებინა, თემა თვითონ უნდა აერჩია.

გოგონას სახელი თვითონ დაარქვით, გაძლევთ უფლებას. ნინო, ქეთი, მარი, გულნაზი და თუ გინდათ მაყვალა. სახელს, ადგილს და დროს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი თემაა, მთავარია ის, მიიღებენ თუ არა იმ ადგილას სამუშაოდ, რომლის გამოც გახდა ჟურნალისტი.

სახლში მივიდა თუ არა აიღო ფურცელი და პასტა, ჯერ მაგიდაზე იჯდა, მერე საწოლზე, მერე აივანზე, სადარბაზოს კიბეებზე, მერე ტელევიზორთან, მერე გარეთ.. მაგრამ ფურცელი ისევ ცარიელი იყო. პირველივე დღეს ხელი ჩაიქნია სამსახურზეც და სტატიაზეც. წამოწვა და შეეცადა დაეძინა..ფიქრები არ ასვენებდნენ, პატარა ბავშვივით ნერვიულობდა, თუმცა ის უკვე გამოცდილი იყო ამ საქმეში, ბევრი კარგი სტატია ჰქონდა დაწერილი, პრესტიჟული ჟურნალებისთვის.. ბევრი შემოთავაზებაც ქონდა, მაგრამ მას ეს სამსახური უნდოდა. ის ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან ბავშვობაში პირველად მასში წაიკითხვა საინტერესო ჩანახატი მის საყვარელ ცხოველ, ძაღლზე, რაც კარგად დაამახსვრდა. ჩანახატის ავტორი არ ახსოვს, მხოლოდ ჟურნალი და იმის სურვილი, რომ მისი ჩანახატიც მოხვდენილიყო შიგ.
თავში ათასი აზრი უტრიალებდა: “ვიცი, რომ რამე სისულელეს დავწერ, არ მოეწონებათ და არ მიმიღებენ, მერე იმედი გამიცრუვდება და ხელს ჩავიქნევ ყველაფერზე, სჯობს სხვა დროს ვცადო.”

დღეები მიდიოდნენ, ის მაინც ეძებდა მუზას ქუჩებში, ვერ პოულობდა და თავს იმშვიდებდა, “არაუშავს სხვა დროს გამოგივა! ჯერ ადრეა და წინ მთელი ცხოვრება გაქვს”
4 დღე გავიდა, ეჩვეოდა იმ ფაქტს, რომ ის ამ სამსახურს ვერ მიიღებდა და ამაში არაფერი იყო ცუდი. მთავარია ისინი მის ნაწერს სისულელედ არ ჩათვლიდნენ და უარს არ ეტყოდნენ, რადგან ისინი საერთოდ ვერ ნახავდნენ მის ჩანაწერებს. მთავარი ეს იყო!
გაახსენდა, რომ “მთავარი ეს არის” ეს სიტყვები უკვე ითქვა სადღაც, მაგრამ მაშინ მთავარი სამსახურის მიღება იყო, ახლა კი ის რომ მისი სტატია არავის წაეკითხა. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სტატია ჯერ საერთოდ არ არსებობდა.
აივანზე იდგა, მოღუშული სახით, ამ დროს რაღაც დაინახა, ვერც შეამჩნია რა იყო ეს, მაგრამ გონებაში გაუნათდა და მიხვდა რომ ძლიერი უნდა იყოს! ამისთვის მთავარი სამსახურში მიღება კი არა ბედის ცდაა. მერე რა თუ არ მოეწონება ვიღაცას მისი დაწერილი? დაიხვეწება შემდეგში, გაიგებს რაუნდა გამოასწოროს და როდესმე აუცილებლად აიყვანენ. მთელ სხეულში იგრძნო თვითდაჯერებულობა და სიძლიერე. გადაწყვიტა დაეწერა! როგორი ნაგავიც არ უდნა ყოფილიყო მიეტანა რედაქციაში და დალოდებოდა შედეგებს, უარყოფითის შემთხვევაში კი არ გაცრუებოდა იმედი.
ჩანთას დაავლო ხელი და გერეთ გავარდა, ფურცელი და პასტა წაიღო..
მხოლოდ 3 დღე იყო დარჩენილი და მისი მუზა ისევ არსად ჩანდა.. მოიარა მთელი თბილისი, საყვარელი ადგილები, ყველა წიგნის მაღაზიაში იყო, მოუსმინა ბევრ მუსიკას, წაიკითხვა სხვისი სტატიებიც, მაგრამ მისი მუზა ისევ არ ჩანდა.. გზაზე გადასვლისას ვიღაც ბავში დასდევდა რაღაცას, მის გარეშემო დარბოდა.
ბოლო დღეს ნელ–ნელა ქრებოდა მისი იმედები, სიძლიერე.. საყვარელ კაფეში დაჯდა და…

**
ერთ–ერთი სახლის გვერდით დიდი თუთის ხე იდგა, მის ტოტზე ახალი სიცოცხლე იბადებოდა. პეპელამ ნელ–ნელა გაარღვია ჭუპრი, გაშალა ფრთები და შეიგრძნო რაღაც ახალი და უცხო. თვალები გაახილა თუ არა აივანზე მოღუშული სახით მდგარი გოგონა დაინახა. პეპელას ეგონა რომ საშინელი, ცხელი და წებოვანი ჭუპრის გახლეჩვას მას უნდა უმადლოდეს, ამიტომ გადაწყვიტა მადლობა გვერდით ყოფნით და სიცოცხლის გახალისებით გადაეხადა.
უცნაურად მოეჩვენა ამ გოგონას ქცევები, სრულ გაურკვევლობაშ იყო, ბევრი ადგილი ნახა, ზოგმა შეაშინა კიდეც.. იყო ადგილებში სადაც ოთკუთხედი რაღაცეები, ფურცლებით აწყობილი ნივთები, წარწერებით ელაგა ხის ტოტებზე, მაგრამ ისინი უფრო წვრილები იყვნენ, ერთმანეთს გავდნენ და უფრო სხვა ფერი ჰქონდათ. (წიგნების მაღაზია)
ერთმანეთში არეული ხმა, ხან სიტყვები ისმოდა, რომელსაც გოგონაც იყენებდა ხოლმე, ხან რაღაც წრიპინა ხმები, რომებიც ამ სიტყვებს თან ახლდა. (მუსიკა)
ოთახი, კედლებზე ჩამოკიდებული რაღაც ფორმის ხის ტოტები, ისინიც წვრილი და ერთმანეთთან შეერთებული, შიგნით მოქცეული ადამიანები, რომლებიც არ ინძრევიან, ზოგი ფერადი და ცოგიც შავ–თეთრი. (გამოფენა)
ისევ ოთახი, შიგნით უამრავი ცხოველი, ფრინველი, თევზები, მათი საკვები, წამლები, გამჭირვალე ყუთები რომელებშიც ისინი ზიან, წყალში მცურავი სხვადასხვა ფერის თევზი და სრული ქაოსი.. (ზოო მაღაზია)
პეპელა სულ თან დაყვებოდა გოგონას, მიუხედავად იმისა რომ გზაზე მოსიარულე მანქანები გულს უხეთქავდნენ, ზოგი ბოროტი ადამიანი მას დასაჭრად და მოსაკლავადაც კი მისდევდა, გოგონას გარშემო დაფრინავდა პეპელა, მისგან შველას ელოდა, მაგრამ გული დაწყდა ბოლოს, თავისი ზომის გამო, გოგონა მას საერთოდ ვერ ამჩნევდა.
პეპელა გრძნობდა, მისი დღეები იწურებოდა, მალე გაქრებოდა და გოგონას მარტო დატოვება მოუწევდა. ბოლოს რაღაც პატარა, მყუდრო ადგილას შევიდა გოგონა, პეპელამ თავიდან ვერ მოახერხა შიგნით შეფრენა და რამდენიმე წუთის მერე ფანჯრიდან შეიპარა, ამ რამდენიმე კედლის მიღმა სულ მაგიდები და სკამები იყო, ჭიქები.. ბოლოში კი გოგონაც შენიშნა და მისკენ გაფრინდა..

***

მყუდრო ფერები.. კარები.. მყუდრო ფერები.. მაგიდა.. მყუდრო ფერები..
ყავით სავსე ფინჯანი და ასე გრძელდება დაუსრულებლად.. მყუდრო ფერები..
გოგონამ დამძიმებული წამწამები ზემოთ ასწია, დაღლილი თვქლები ისევ დაეხუჭა, ძალიან ნელა ახამხამებდა თვალებს, თითქოს უნდოდა სიბნელის მიღმა ის დაენახა რასაც სინათლეში ვერ ხედავდა, დრო იწურებოდა, მას კი ერთი აბზაციც არ ჰქონდა დაწერილი. მუზა ძალიან იგვიანებდა.. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფერფლი ტალღებივით ასკდებოდნენ საფერფლეს, სულ გაივსო, გადმოდის.. საფერფლე შეცვალა, ისევ მყუდრო ფერები და..
ფანჯარა, მყუდრო ფერები, ფანჯარა.. მყუდრო ფერები და უცებ.. ერთ ადგილს მიშტერებულმა გამოარჩია ის რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა, ყოველთვის ხედავდა, მაგრამ უბრალოდ არ აქცევდა ყურადღებას.. გონებაში ნათურა ენთო, ოთახში ფარდები გაწიეს თითქოს, მყუფრო ფერები უფრო განათდა.. გაახსენდა ყველა მომენტი, დღე, როცა მან ის უკვე სადღაც შეამჩნია.. წიგნების მაღაზია, აივანი, გზაზე ბიჭი მას დასდევდა, მუსიკას რომ უსმენდა გვერდით დაფრინავდა… მან იპოვა ის რაზეც უდან დაეწერა, თავი დახარა, სიგარეტი ჩააქრო და პასტა აიღო, ფურცელზე ორი სიტყვა დაწერა: “პეპელა სახელად” .. თავი მაღლა ასწია, ფიქრობდა რა დაერქვა პეპელასთვის.. გვერძე მაგიდიდან კი ბიჭმა მიმტანს თხოვა: ” ერთი კამპას წვენი თუ შეიძება”
გოგონამ გაიღიმა და განაგრძო..
“პეპელა სახელად– კამპა”

რა დაწერა? არაქვს მნიშვნელობა.. მთავარი იყო სათაური და თემა რომელზეც დაწერდა.. მთავარი ის იყო მიიღებდნენ თუ არა..
არ მიიღეს, არც მისი ნაწერი მოეწონათ.. მაგრამ გული არ დასწყდომია, სიძლიერე ისევ გამჯდარი ჰქონდა სხეულში.. კიდევ ვცდიო ჩაილაპარაკა და ისევ დაიწყო მუზის ძებმა..

––

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

Advertisements

2 thoughts on “პეპელა სახელად – კამპა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s