ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული))

ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული ჩემი აზრით უნდა იყოს ასეთი:

კაცისთვის:
დილით ახალ გაღვიძებულს ძალიან გშია და სამზარეულოში ახალგამომცხვარი ბლინები და ყავა გხვდება.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს სამსახურში და საყვარელი ადამიანი გეტყვის რომ ყვეალფერი კარგად იქნება.
როცა დაღლილი მოდიხარ სამსახურიდან და მასაჟით გაჯილდოვებენ.
დაბადებისდღეზე იმ საათს გჩუქნის რომელიც ასე ძან გინდოდა, მაგრამ გენანებოდა ამდენი ფულის გადახდა.
როცა თავს საჭიროდ გრძნობ, მაშნაც კი როცა გძინავს.
ყოველთვის შეგიძლია სახლში დაპატიჟო რამდენიმე მეგობარი და სახლში ცივი ლუდი დაგახვედროს.
როცა თავისუფლად უყურებ ფეხბურთს და არავინ გეწუწუნება გადამირთე სერიალზეო, რადგან მასაც უყვარს ფეხბურთი და ერთად ყვირით ხოლმე “გოოლს”
როცა შეგიძლია ყვეალფერი უთხრა რასაც ფიქრობ და იცოდე რომ ყოველთვის გითანაგრძნობს.
როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ და ნახულობ მის მესიჯს: “სახლში მალე მოდი, სურპრიზი გელოდება”
სახლში მისულს კი ასეთი გხვდება “წკაპ” + მშვიდი მუსიკა და რომანტიული გარემო..
როცა სასტიკად გეზარება სამსახურში წასვლა და დარჩენის მიზეზს მოგცემს..

ქალისთვის:
დილით ყავის სურნელი გაგაღვიძებს, გადიხარ სამზარეულოში და გხვდება ახალგამომცხვარი ბნილები, მარწყვით, ყავა და მაგიდაზე შენი საყვარელი ყვავილები..
როცა 8 მარტს იმ საყურეებს გაჩუქებს რომელსაც დიდიხანი უყურებდი მაღაზიის ვიტრინიდან.
როცა არ გეშინია უმაკიაჟოთ და მოუწესრიგებელს სიარული, რადგან შენ მაინც ყოველთვის სასურველი ხარ მისთვის.
როცა დაგავიწყდება უთოს გამორთვა, სახლში უნდა დაბრუნდე, მაგრამ დაგირეკავს და გეტყვის რომ მე გამოვრთეო.
როცა კვირას, დილით მზე გიჭყუტუნებს თვალებში, შენ კი ძალიან გეძინება, ადგება და ფარდავს გაწევს.
ის შენი საუკეთესო მეგობარიცაა და შეგიძია ელაპარაკო ყველაფერზე და დარწმუნებული იყო, რომ გაგიგებს.
დამღლელი დღე მარტო მაშინ ხდება სასიამოვნო, როცა მას მოუყვები ყველაფერს.
როცა პარიზში გაგზავნიან სამსახურიდან და + 1 კვირა შეიგიძია დაისვენო, მაგრამ მარტო მიდიხარ და ჩამოსულს აეროპორტში გხვდება, ხვდები ,რომ პარიზიც და დასვენებაც საშინელებაა მის გარეშე.
როცა ღამის 3 საათზე წყალი გწყურია, ადგება და მოგიტანს.
ცუდ ხასიათზე როცა ხარ მან არიცის ეს და უბრალოდ გირეკავ და გეუბნება ახალგაგონილ ხუმრობას, რომელიც სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ ისე ყვება მაინც იგუდები სიცილით.
სახლის გასაღებს ეძებ, გგონია დაკარგე და აღმოჩნდება, რომ მას დამატებითი გასაღებიც აქვს.


Advertisements

5 thoughts on “ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული))

  1. როგორ მიიიყავრს როცა საყვარელი ადამიანი საჭმელს მიკეთებს და ლოგინში მომართმევს :პ
    როცა ღამის 3 საათზე წყალი გწყურია, ადგება და მოგიტანს.
    როცა კვირას, დილით მზე გიჭყუტუნებს თვალებში, შენ კი ძალიან გეძინება, ადგება და ფარდავს გაწევს. _აი ასეთი წვრილმანი დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის :პ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s