მე მართლა მატყუარა ვარ!

დილით დედაჩემი მაღვიძებს და მთხოვს მივეხმარო დალაგებაში, მე ვატყუებ, რომ ცუდად მეძინა და ძალა არ მაქვს.
ვდგები ცოტახანში და დედაჩემს ისევ ვატყუებ თავი მტკივა და წამალი დამალევინემეთქი,რომ დავამტკიცო წინა ტყუილის სიმართლე.
ჩავდივარ აქთიაქში და გზაში მხდვდება მეზობელი, ვესალმები, ვუღიმი და ვატყუებ,რომ ლამაზად გამოიყურება.
აფთიაქში ყველას ვუთმობ გზას და ვიტყუები, რომ არაუშვას, არ მეჩქარება.
მაღაზიაშიც იგივე ხდება და მე ისვე ვიტყუები,რომ არაქვს შემთვის მნიშვნელობა ოდნავ დამწვარ პურს მომცემთ თუ ლამაზს, უბრალოდ არმაქვს ლაპარაკის თავი, მე ხომ თავი მტკივა.. ა თუ ტყული იყო ეგ?!
გამოვდივარ მაღაზიიდან და ჩემ თავს ვატყუებ, რომ არ მეზარება მზიურში წასვლა ნათიასთან ერთად. სახლში მივდივარ შეწუხებული სახით, რომ დავამტკიცო ჩემი პირველი და მეორე ტყუილი. წამალს ვსვამ დედაჩემის დასანახად და მივდივარ კომპიუტერთან, რომ ვიუსაქმურო.
ფეისბუქზე მწერს მაცაცო მე არ ვპასუხობ, რომ იფიქროს ვითომ არ ვზივარ კომპიუტერთან, იმიტომ რომ ვიცი კიდე რამის გაკეთებას მთხოვს.
მე ვწერ გიას, გია მთხოვს ჯოკერი მეთამაშეო, მაგრამ მასაც ვატყუებ რომ გავიდვარ სახლიდან, იმ წუთას მეზარებოდა თამაში და “დავაჩქარე” ჩემი სახლიდან გასვლა.
ისევ დედაჩემი მეძახის და მეკითხება გინდა შორტები შეგიკეროო?! ვატყუებ , რომ არ მინდა, არადა მერე ჩაზომებები მეზარება. არც ნაჭერი მომეწონა.
მერე მირეკავს ნათია და ისევ მატყუარა, ბედნიერ ხმას ვიღებ, ვითომ მიხარია მზიურში წასვლა, მაგრამ ძალიან მეზარება, უბრალოდ მთხოვა და უარი როგორ ვუთხრა..
ისევ მომწერა ვიღაცამ და ვატყუებ ქართულის თემაში აუცილებლად აიღებ მაღალ ქულას მეთქი.
ჯერ შუადღის 3 საათია და უკვე რამდენჯერ მოვიტყუე..
არადა როგორ არ მიყვარს მატყუარები და მეც ვცდილობ, რომ მოვუკლო ტყუილების თქმას.. თუნდაც ასეთებისას)) მატყუარასთან ერთად ძალიან ზარმაციც ვარ… დაუფიქრებლად გამომდის ეს ტყუილები, მაგრამ კარგია რომ ჩემი ტყუილით არავის არაფერი არ ვავნე..

მე მართლა ძალიან მარტყუარა ვარ!

Advertisements

One thought on “მე მართლა მატყუარა ვარ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s