მე მატყუარა ვარ.

შენ – ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, საკუთარ თავში ჩაკეტილი, სულ მოწყენილი, ვიღაცას ელოდები.
მე – ვარ მატყუარა.

დღე პირველი: დილით ადრე დგები, კარადას უტრიალებ და არჩევ ტანსაცმელს, სარკესთან დგახარ და ჩემზე უფრო მეტს იპრანჭები, სულ გგონია, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი შეგხვდება და კარგად უნდა გამოიყურებოდე.
გადიხარ გარეთ და გზაში იფიქრებ თუ სად მიდიხარ. მეგობართან ახვალ, გართობა გინდა, მაგრამ მეგობარი შენზე უფრო მოწყენილია, მას ახლახან გარდაეცვალა საყვარელი ბებია. მოდიხარ მისგან კიდევ უფრო დაგრუზული და პარკში, საქანელაზე ჯდები.. ქანაობ და ფიქრობ რა ვქნაო. მეორე მეგობართან წახვედი, ის დაკავებული იყო ვიღაც გოგოსთან სექსით. სახლში დაბრუნდი გაბრაზებული და შენს ყველაზე ახლო მეგობართა, კომპიუტერთან დაჯექი. ვერ გაიგე ისე გავიდა მთელი დღე, ფილმების ყურებაში და თამაშში.

დღე მეორე: ახალი დღე არაფრით განსხვავდებოდა ძველისგან.. ისევ ქანაობდი საყვარელ საქანელაზე, მაგრამ ეს ის დღე იყო, როცა შენ ვიღაც განსაკუთერებულს შეხვდი.. მე გვერდით საქანელაზე ვიჯექი და მეგობარს ველოდებოდი. შენ გამომელაპარაკე და მკითხე სიგარეტი ხომ არ გაქვსო, მოგაწოდე სიგარეტი და წახვედი.. მერე უკან მობრუნდი და სახელი მკითხე, მე მოგატყუე და ის სახელი გითახი რომელიც სინამვილეში არ მერქვა. შენ სახელიც მითხარი, გვარიც და ისიც თუ სად ცხოვრობდი, მე გაგიღიმე.. მერე ისიც მითხარი რამდენი წლის ხარ, რომელ სკოლაში სწავლობ და რა ჰქვიათ შენს მეგობრებს, მე ჩუმად ვიყავი, უბრალოდ გიღიმოდი. მითხარი რომ დაგაინტერესე და კიდევ გინდა ჩემი ნახვა, მერე დღეს შეხვედრაზე შევთახმდით.
მთელი ღამე ჩემზე ფიქრში გაატარე.

დღე მესამე: გავისეირნეთ, შენ ძალიან ბერვს ლაპარაკობდი და მე მხოლოდ “რა” “მერე” “აა” “რავი” ს ვამბობდი და შენ გეგონა, რომ მაიტნერესებდა შენი ისტორიები. მკითხე რამდენი წლის ვიყავი, ისევ მოგატყუე და იმაზე მეტი გითხაარი ვიდრე ვარ. მთხოვე კიდე შევხვედრილიყავით და მეორე დღეს კონცერტზე დამპატიჟე.
მთელი ღამე ჩემზე ფიქრობდი ისევ და იმ გოგოს ქმნიდი, როგორიც გინდდოა რომ ვყოფილიყავი.

დღე მეოთხე: წავედით კონცერტზე, ბევრი დავლიეთ და შენ ისევ ბევრს ლაპარაკობდი, როცა სახლამდე მაცილებდი ერთად ყოფნა შემომთავაზე, თან დააყოლე არაფერი სერიოზული, არავითარი ვალდებულებები, უბრალოდ გავერთოთ. მე ისევ გაგიღიმე და თავი დაგიქნიე. მერე შენთან ავედით და ღამე ერთად გავატარეთ..

დღე მეხუთე: დილით გირეკვადი, არ მპასუხობდი.. მერე მომწერე შენი ნახვა მინდაო და მეც გნახე, მთელი დღე დავხტოდით, ვერთობოდით, მე შენს ცხხოვრებაში შემოვიჭრი. სახლამდე მომაცილე, და გაიგე ჩემი მისამართი, გაბრაზდი, რადგან ადრე მე სულ სხავ მისამართი გითხარი, მაგრამ შეგპირდი აღარ მოგატყებთქო და შენც მაპატიე. მე ისევ მოგატყუე.

დღე მეექვსე: მთელიდღე სხვასთან ვიყავი, შენ მირეკავდი და მე გითიშავდი, მერე სახლში მოხვედი და გეჩხუბე გაუფრთხილებლად ნუ მოდიხარ მეთქი. მითხარი რომ ძალიან მოგწონდი და უფრო ხშირად გინდა ჩემი ნახვა. მე გაგაგდე და გითხარი რომ გაუფრთხილებლად აღარ მოხვიდე მეთქი.

დღე მეშვიდე: სხვასთან ერთად დამინახე, გაცოფდი და ის ბიჭი ცემე. მე გავბრაზდი და წამოვედი .. ორი დღე აღარც შენს ზარებს ვპასუხობდი და კარებსაც აღარ გიღებდი.

დღე მეათე: ჩემი სახლის ფანჯარასთან იდექი და მიყვიროდი გამოიხედეო. სახლში შემოგიშვი და გკითხე თუ რაგინდოდა.. შენ მითხარი, რომ შეგიყვარდი და გინდა მარტო შენი ვიყო. მე კი გიპასუხე: “არაფერი სერიოზული, არავითარი ვალდებულებები, უბრალოდ გავერთოთ.” გაგიღიმე და წასვლა გთხოვე.

დღე მეთერთმეტე: მერე გაიგე რომ ყვეაფლერს გატყუებდი და გაბრაზდი, ჩემთან მოხვედი და მიყვირე. მე ტირილი დავიწყე და შეგპირდი აღარ მოგატყებთქო. შენ დამიეჯრე რადგან ბევრი გეხვეწე, მაპატიე, მიყვარხარ, აღარ ვიზამ.. შენც დამიჯერე, არადა მე ისევ გატყუებდი.

დღე მეთორმეტე: როცა ერთად მივდიოდით ვიღაც ბიჭი მოვიდა და გითხრა რომ მე მასთან ვარ, მერე იჩხუბეთ, როცა გაირკვა რომ მე ორივეს გატყუებდით სახეში გამარტყი და წახვედი. მე ისევ გეხვეწებოდი დამიბრუნდითქო, ისევ ვიფიცებოდი მიყვარხარ და აღარ მოგატყუებთქო, მაგრამ ნუთუ ვერ მიხვდი რომ ისევ გატყუებდი?! შენ გივყარდი და დამიბრუნდი.

დღე მეთხუთმეტე: გითხარი, რომ აღარ მჭირდები, სხვა მიყვარს და თავი მომაბეზრე უკვე, გითხარი რომ ყვეალფერი ტყუილი იყო და მარტო გტოვებ.

შენ– ჩვეულებრივი ბიჭი, დეპრესიული და გულგატეხილი, დილით ადგომა აღარ გინდა და მითუმეტეს სახლიდან გასვლა. არც იმას აღარ აქვს მნიშვნელობა თუ რა გაცვია.
მე– მიგახვედრე რომ არცერთი ადამიანი და დღე არაა მნიშვნელოვანი, ჯობს იყო მარტო, შენთვის. მე მარტყუარა ვარ და დაგანახე რომ არავის არუნდა დაუჯერო და ენდო.

p.s. ეს ჩანახათი არ ეხება არავის ვისაც მე ვიცნობ))** მე არ ვარ ასეთი მატყუარა^^

Advertisements

2 thoughts on “მე მატყუარა ვარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s