სულიერი რობოტები

ვაღებ დიდ ხის ფანჯრებს, ყავით ხელში ვჯდები ფანჯრის რაფაზე.
ეს უკვე მერამდენედ ვცდილობ გაგიგოთ, გაგამართლო, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

დავიჯერო ყველა ერთნაირია?! მაინც გვაქვს რაღაც ადამიანური..
სულიერად რობოტები, დაპროგრამებულები. ვინ ჩადო ეს ჩვენში?! ვინ დაგვაჯერა?… რომ უნდა გვრცხენოდეს, არუნდა ვბედავდეთ, თავს ვიკავებდეთ, უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს ის რაც ყველა უყვარს და წამს?
რატომ არის მაგარი როჟა ის ვინც ავტობუსსში მოხუცს ადგილს არ უთმობს? რატომ უდნა გივყარდეს საქართველოში არსებული ტრადიციები? ქელეხიდან გამოსული ძაღლი დეიდაშვილი უნდა გეგონოს და გარდაცვლილის დიშვილებს ლოცავდე.. თუმცა ეს ბევრს აწუხებს, კითხულობს რატომო, მაგრამ მეორე წამს იგივეს აკეთებენ..
მე უფრო ღრმა საკითხები მაღელვებს, სულიერება.
ყველას უდნა ბანალური ცხოვრება, ფული, მუშაობა, საყვარული.. რატომ არ გინდათ უფრო მეტი? რატომ გინდათ სიმშვიდე და ბედნიერება? რაარის ამაშ მიმზიდველი? ჰმ.. უფრო მეტის გაკეთება შემიძლია მე და ნებისმიერ თქვენგანს ცხოვრებაში, შეგვიძლია დავიმყროთ მსოფლიო, ყველგან დავტოვოთ ჩვენი სახელი, ჩვენ შეგვიძია მივაღწიოთ იმდენს რომ ბედნიერება არარაობა გახდეს.. მაგრამ ყველა მაინც მარტივ გზას ირჩევს, მშვიდად გაჰყვეს ცხოვრების გზას, იწუწუნოს თუ უბედურია,რომ ყველა ტკენს, ან სხვებს ატკინოს და მაინც იწიწუნოს რომ მარტოა, გოგოებმა თუ მუშაობა ვერ დაიწყეს უნდა გათხოვდნენ, მერე ქმრის ხარჯებით გახსნან საკუთარი მაღაზია ან რამე სხვა.. ქმრებმა უნდა იმუშაონ მუშებათ ან მშობლების კისერზე იყვნენ. უნდა გყავდეს ბევრი ბავშვი და ის გიხაროდეს, რომ შენმა შვილმა დღეს პირველი სიტყვა თქვა. მოკლედ ყვეალფერი იეთი მოსაბეზრებელია, გაცვეთილი, ჩვენსავით! სულეირად ჩავლპით, არსად და არავინაა ახალი, სხვანაირი… რატომ? ვინ დაიწყო ეს? ვინ აყვა ყველა იმ ერთს? თუ ადამიანური კანონია ზოგადად? რომ უნდა იყო სულიერად მკვდარი! რობოტი!
ალბათ გაგეღიმათ ყველას ამ პოსტის კითხვისას და იფიქრეთ, ჰაჰ მართალი ხარ.. მერე გარეთ გახვალთ, ზოგი ავტობუსს და კედლებს გაანადგურებს წარწერებით, ზოგი სხვას დაამცირებს თავისი თვითშეფასება რომ აიმაღლოს,ზოგი სხვას აყვება და რამე ისეთს იტყვის რასაც სულაც არ ეთანხმება, მაგრამ მერე რა? მთავარია სხვა ბევრი დაეთანხმება… და ბოლოს.. ძილისწინ ისევ იოცნებებთ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, რომელიც ხელის გულზე გატარებთ, მასთან ერთად ირბენთ წვიმაში და იფიქრებთ რომ ეს საკმარისია ბედნიერებისთვის.. შენ უფრო მეტი შეგიძლია!

გაცოცხლდი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s