მე და შენ – ჩვენ.

ჩართეთ მუსიკა ❤

შენ– ხედავ ჩემს მზეს.
მე– ვხედავ შენს მთვარეს.
ჩვენ– გვაქვს ერთი ცა.

შენ– გესიზმრები.
მე– ვარ შენი სიზმარი.
ჩვენ– გვძინავს ერთად.

შენ– გიყვარს ყავა.
მე– ყავა მომაქვს დილით შენს საწოლში.
ჩვენ– ვიღვიძებთ ერთად.

შენ– გინდა რომ გავიქცეთ სადმე შორს, ერთად.
მე– მოგყვები.
ჩვენ– ვიკეტებით ოთახში და გვგონია რომ დედამიწაზე ვართ მარტო.

შენ– მიყურებ.
მე– გიყურებ, მხოლოდ მაშინ როცა შენ არ მიყურებ მე.
ჩვენ– გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– გესმის ჩემი.
მე– მესმის შენი.
ჩვენ– არ ვლაპარაკობთ.

შენ– ჩემი ცხოვრება
მე– შენი ცხოვრების მთავარი გმირი.
ჩვენ– ისევ გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– გააღე იმ ოთახის კარები და გახვედი გარეთ.
მე– გამოგყევი.
ჩვენ– აღარ ვართ მარტო.

შენ– ხალხში მკიდებ ხელს და მეხუტები.
მე– მცხვენია და შენგან მოშორებით ვდგები.
ჩვენ– აღარ ვართ ახლოს.

შენ– ვეღარ ამჩნევ ჩემს სევდიან თვალებს/ხმას.
მე– ვცდილობ გავიღიმო.
ჩვენ– ვლაპარაკობთ და გვესმის ერთმანეთის.

შენ– მიმტკიცებ, რომ არაფერი შეცვლილა.
მე– აღარ მჯერა შენი, მაგრამ მინდა მჯეროდეს.
ჩვენ– ისევ გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– აღარ მიყურებ ძველებურად.
მე– მაშინ გიყურებ როცა მიყურებ შენ.
ჩვენ– ვცხოვრობთ ერთი ცის ქვეშ.

შენ– ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი.
მე– შენი ცხოვრების ერთ–ერთი გმირი.
მე და შენ– აღარ ვართ ერთად.

Advertisements

4 thoughts on “მე და შენ – ჩვენ.

  1. …. ძალიან მომეწონა.. არა ძალიანზე მეტად. მაგრამ ეგ არ არის არც შენი და არც ჩემი სიყვარულის ამბავი. რა კარგია !!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s