მწვანე ოცნება..

ოთახში სიჩუმეა და უცებ…
ნათია: მგონი ოცნებები ხდება..
მე: რა პონტში?
ნათია: რაა!? აი ადრე ვეტრი გინდოდა და იყიდე, ეხლა მწვანე თმა და გაქვს უკვე.. ადრე რიჟად გინდოდა და გქონდა.. მგონი მარტო შენთვის ხდება?!
მე: ჩემთვის იმიტომ რომ მე ხელი გავანძრია და ლაპარაკის ნაცვლად უბრალოდ ავდექი და გავაკეთე.. აბა თქვენ ზიხართ და ელოდებით.. აი შემოვა ეხლა ამ კარებში რაც მინდა და ამიხდება ოცნებები..არ ხდება ეგრე..

ბავშვობაში ერთი გოგო დავიანხე, რიჟა, სახეზე ოდნავ ჭორფლებით, გრძელი ხვეული თმა, მწვანე ულამაზესი თვალებით და თეთრი ფითქინა კანით.. მოკლედ გაშტერებული ვიყავი და პირდაპირ შემიყვარდა მისი თმა. მაგ დღის მერე ვოცნებობდი და წარმოვიდგენდი ჩემს თავს ასეთ თმაში.. გავიზარდე და მივხვდი რომ ძალიან მარტივია დავიკმაყოფილო სურვილი.. ვიყიდე საღებავი “მუქი ქერა” შევიღებე და დამიჯდა მოწითალო ფერზე.. აი ასეთზე >> “წკაპ”
რამდენიმე თვე უფრო და უფრო მივყარდებოდა და უფრო და უფრო მიღიავდებოდა ეს თმა.. უკვე ქერამდე მივედი და გადამინდა.. შევიღებე ისევ ჩემს ფერზე და დავიწყე ახალ თმაზე ოცნება.. ეს იყო მწვანე! ან ლურჯი ან ვარდისფერი.. მოკლედ რამე განსხვავებული ფერი.. რახან ზოგადად მწვანე ფერზე ვარ გაგიჟებით შეყვარებული, ოცნებებში ძირითადად მწვანე თმა მქონდა..
სახლში რამდენჯერმე კი ვახსენე მინდა მეთქი, მაგრამ მკაცრი მშობლები მყავს და მათთვის მიუღებელია ასეთი ფერის თმა, პირველი რაც მკითხეს ეს იყი: “გაგიჟდი? ” ვინ დადის ეგრე… და ა.შ.
მე გადავწყვიტე მარტივად მეპასუხა “კი, გავგიჟდი, მერე?!” წავედი და ვიყიდე საღებავი.. ცოტათი შემეშინდა, იქნებ არ მომიხდეს მეთქი ან რამე, მაგრამ მაინც გავბედე და შევიღებე! აი ახლა ასეთი ვარ:

დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, სარკესთან მივედი, მწვანე ფერი სულ დამავიწყდა და სარკეში ჩახედვისას გავოცდი, ისე გამიხარდა როგორც პირველად.. ყურებამდე ღიმილით გავედი ოთახიდან და მთელიდღე დავფრინავდი ბედნიერებისგან..
მერე ნათიასთან ჩევედით მე და ნინი.. იმდენი სურათი გადავიღეთ რო რავიცი ❤

მოკლედ ოცნებები მართლა ხდება! ცოტა უნდა გავანძრიოთ ხელი და))
და საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვარ!!! გარშემო ყველა არეულია, ნერვოზიანები და დაბღვერილები… რატომ ვარ ასე კარგად? ყვეალფერი მაქვს რაც მინდა.. თან ვგრძნობ რამე ცუდი მოყვება ამ ჩემს კარგად ყოფნას და ვცდილობ შევირგო ეს დღეები ❤ ყოველთვის ასეა.. ჯერ კარგი ხდება და მას ცუდი მოსდევს, მერე ისევ კარგი და ასე წრეზე..
მე, უბრალოდ დავტკბები ჩემი გამწვანებული ოცნებით ❤

Advertisements

7 thoughts on “მწვანე ოცნება..

  1. ჩემნაირი ადამიანიიი ❤ მე ამაზონიდან გამოვწერე, ტონიკია და გადავიდა 3-4 დაბანაში 😦 ახლა ლურჯი თმა მაქვს, მაგრამ მწვანე მენატრება, აქ სად იშოვე შეგიძლია ზუსტად მითხრა? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s