პომიდორი შამფურზე

გამარჯობა ოლივერ, ჩემი მიზნისკენ ნელ–ნელა მივღოღავ და რამდენიმე დღის წინ ერთი ნაბიჯიც გადავდგი.. ჩემი მიზანია გავხდე ძალიან კარგი მზარეული!
დილით ისეთ ხასიათზე გავიღვიძე, რაღაცის გაკეთება მინდოდა დამოუკიდებლად.. ინტერნეტშ მოვძებნე “ვეგეტარიანული კერძები” (ხორცს უკვე ვეღარ ვიტან!) და ვიპოვე რომელიღაც ფორუმზე ასეთივე დასახელების თემა.. ვათვალიერებდი სურათებს და ისეთი დაბრაწული და მადისაღმძვრელი საჭმელი დავინახე, რომ კინაღამ შიგნით შევძვერიი და შევჭამე ❤ ამოვიწერე იგრედიენტები, მომზადების წესიც გადავიკითხცე და გავიქეცი სამზარეულოში.. მოკლედ როგორღაც მარტომ მოვაბი თავი და გავაკეთე უგემრიელები "პომიდორი შამფურზე".. გავასიმჯე ჩემს დას და მშბლებს, ყველას ძალიან მოეწონა, მერე მეც გავსინჯე და კმაყოფილი დავრჩი )) შეგიძლია შენც სცადო, ძალიან მარტივად კეთდება და ძალიან გემრიელია ❤

საჭირო მასალა:
ფენოვანი ცომი,
პომოდორი,
ჰოლანდიური ყველი(სულგუნიც უხდება),
ხახვი,
ნიორი,
მწვანილი,
წიწაკა,
1ცალი კვერცხი.

მომზადების წესი:
დავჭრათ პომიდორი და ყველი, წამოვაცვათ შამფურზე,წაუსვათ წინასწარ დაჭრილი: ხახვი+ნიორი+მწვანილი+წიწაკა.

გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი.დავჭრათ ზონრებად და სათითაოს შემოვახვიოთ ზემოდან.
წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული,დავაწყოთ რაიმე ფორმაზე(როგორც მწვადი-მაყალზე)და შევდგთ გაზქურაში მაღალ ცეცხლზე.

Advertisements

3 thoughts on “პომიდორი შამფურზე

  1. ვაიმე მომშივდა 😀
    კარგი რამე იქნება,ამ კერძის შესახებ არც კი მსმენია,მომზადების მცდელობაზე საუბარიც კი ზედმეტია 😀

  2. რა გემრიელი ჩანს ❤ ვინმემ რომ გამიკეთოს, დიდი სიამოვნებით შევჭამ /საშინლად არ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი / :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s