წიწაკიანი პოსტი

ე.ი. რამდენიმე ახალი ამბავი უნდა გითხრა ოლივერ და ყველა წიწაკას უკავშირდება..

1. ყოველთვის მინდოდა ტატუს გაკეთება,ძალიან მომწონდა, მaგრამ მთელი სხეული რო გადაჭედილი აქვთ ტატუებით ეგეთები არაა!! რამე ლამაზი და სიმბოლური უნდა იყოს ჩემი აზრით.. მოკლედ ბოლო ხანებში უკვე გადამეკეტა და ძალიან ძალიან მომინდა რამე დამეხატა.. იმის გამო რომ მამაჩემი უარზეა და მემუქრება ხელს მოგაჭრიო, ვერ ვიკეთებ.. (ეს ჯერ) 1 წელში თმას მწვანედ შევიღებავ, ტატუს გავიკეთებ და ცხვირს ან წარბს გავიხვრიტავ ❤ მოკლედ 1 წელში ისეითი გავხდები როგორიც სულ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.. 1 წელში რატომ? სკოლას ვამთავრებ და მერე აღარ დაგიშლითო მპირდებიან.. თუ დამიშალეს მერე აღარ დავუჯერებ და მაინც გავაკეთებ.. ვოტ ასე!
მე და აჩიმ გადავწყვიტეთ ერთმათთან დაკავშრებული ტატუები გაგვეკეთებინა და მივხვდით (ჩვენ კი არა ჩემი დაქალი მიხვდა) რომ ყველაზე სიმბოლური ჩვენთვის წიწაკაა..
ჯერ ვერ გადავწყვიტეთ სად, მაგრამ დაახლოებით ვიცით.. მოკლედ მოუთმენლად ველოდები სკოლის დამთავრებას))

2. ტატუსთან ერთად მწარეზეც გადამეკეტა!! და მჟავეზეც… 3 დღეა ტყემლის, ალუჩის და უმწარესი აჯიკის გარდა არაფერი არ მიჭამია მგონი)) და კიდევ უფრო და უფრო მინდება წიწაკა ❤ წითელი და პრიალა კანით.. რომ ჩაკბიჩავ და მოგეკიდება ცეცხლი, როვეღარ იგრძნობ ვერაფერს სიმხურვალის გარდა ,<

3. წიწაკა აჩის რომ არ უკავშირდებოდეს არ შეიძლება მოკლედ! ❤ გაცვეთვილი "მიყვარხარ" ამოვიდა ყელში და ჩვენებურად ის "წიწაკაა"..
31 მაის ჰქონდა ჩემს წიწაკას დაბადების დღე.. უკვე გითხრარი რომ შორს ცხოვრობს ხო?! მოკლედ ვერ ვახერხებდი ვერც ჩასვლას და ის განსაკუთრებით (გამოცდები..) და დავრჩით ასე..მე მაინც ვერ მოვისვენე, მინდოდა როგორმე გამეხარებინა და მეჩუქებინა რამე, მაგრამ აქედან ცოტა არ იყოს ძნელია.. მისი მეოგბარი დამეხმარა (ისევ) და პატარა სურპრიზი გავუკეთე.. გავუგზავნე აქედან კონვერტი წეირილით და კიდევ პატარა სუვენირებით… ყიდვა ვერ მოვასწარი და არც ფული მქონდა მართალი რომ გითხრათ და გადავწყვიტე ისევ რამე სიმბოლური მეჩუქებინა..
ამ ნივთებს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაგროვებდი.. ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც მოხდა ჩემს ცხორვებაში ამ პატარა ნივთებთან არის დაკავშირებული და.. მოკელდ რაც ჩაეტია ამ კონვერტში ყეველაფერი ჩავდე.. მინდოდა რომ წარსულიც მასთან ყოფილიყო ჩემი მომავალივით.. ბალიშის ქვეშ დაუდო მეგობარმა და მერე როცა ველაპარაკებოდი ვუთხარი შეიხედეთქო და გაოცდა))) ძალიან გაუხარდა და მასთან ერთად მეც გამიხარდა..
2 თვეში აღარ დამჭირდება გაგზავნა და გამოგზავნა ❤ მერე უკვე ახლოს ვიქნებით…

the end..

Advertisements

One thought on “წიწაკიანი პოსტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s