ხანდახან..


ხანდახან..

ხანდახან იმდენად კარგად გამომდის რაღაც, იმდენად ლამაზად, რომ მიხარია, ვიმახსოვდებ და ვინახავ ყოველ წამს, რომელიც გავალამაზე,გავამხიარულე..
ასეთი წუთები და წამები საკმაოდ ბევრია, მაგრამ არცერთი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც დიდი..

ხანდახან მენატრება..
მენატრება,მაშინ როცა მასზე ვფიქრობ
ჩემთავსაც ვატყუებ ხანდახან, რომ სულაც არ მენატრება..

ხანდახან ძალიან ბევრი დასკვნა გამომაქვს ან ძალიან ბევრ კითხვაზე ვცემ პასუხს როცა აი ასე ვწერ, ან ჩემს თავს ვეალრაპკები ძილის წინ..

ხანდახან მგონია, რომ ეს დასასრულია..

ხადახან ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ..

ხანდახან მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც გარშემო არიან, მაღიზიანებს მათი უსამართლობა, უზრდელობა, ჭორიკნობა და ა.შ.

ყოველთვის..

ყოველთვის ვეძებ რაღაცას (ვიღაცას) რაც დამამშვიდებს, ვეძებ იმას რაც გამაღიმებს..

ყოველთვის მაქვს სურვილი ავიდე უფრო და უფრო ზემოთ, წავიდე წინ და ვიყო საუკეთესო, მაგრამ არასოდეს ვაკეთებ ამას..

ყოველთვის მინდა ვიტირო, მაგრამ არც ეს გამომდის ხოლმე..

ყოველთვის მინდა,რომ ვიყო თბილად, მინდა რომ მეხუტებოდნენ..

ყოველთვის მინდა შოკოლადი..

ყოველთვის მგონია რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი და ნათელი..

მიყვარს..

მიყვარს როცა თმებზე მეფერებიან..

მიყვარს მასაჟს რომ მიკეთებენ და ვუკეთებ (მაწყნარებს)..

მიყვარს როცა უცხო ადამინები მიღიმიან..

მიყვარს რამდენიმე კონკრეტული ადამიანი..

მიყვარს უბრალოდ წოლა და არაფერზე (რადა ყვეალფერზე) ფიქრი..

მიყვარს ხატვა (მაგრამ არცისე კარგად გამომდის : ) )

მიყვარს სურათების გადაღება..

მიყვარს კომპიუტერი..

მიყვარს ცივი წყალი და ცხელი ყავა..

მიყვარს ტანსაცმელი (ხანისმაილიკი)

რავი აბა..
ბევრი რამ მიყვარს
წვრილმანები..

არმიყვარს…

არმიყვარს ადამიანები!!

არმიყვარს როცა ხმაურიანად და უკულტუროდ ჭამენ..

არმიყვარს როცა ხმარობენ შემდეგ სიტყვებს: ლამპოჩკა, სპიჩკა, პესოკი, შიკოლადი და ა.შ.

არმიყვარს როგორც იცვამს ნახევარი თბილისი,
არმიყვარს ტონა მაკიაჟი რომ უსვიათ..
არმიყვარს ფიზიკა,ქიმია,ბიოლოგია..

ა.შ.

მადლობელი ვარ..

ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მომავლინა ქვეყანას ასევე დედაჩემის..

მადლობელი ვარ ჯამრთელობისთვის,

მადლობელი ვარ მეგობრებისთვის,

მადლობელი ვარ ოჯახისთვის,

მადლობელი ვარ, რომ ყოველ დილით ვახელ თვალებს..

მადლობელი ვარ რომ შემიძია სიყვარული,

მადლობელი ვარ იუომოსი გრძნობისთვის,

მადლობელი ვარ ჩემი დისთვის,

მადლობელი ვარ ანანოსი,

მადლობელი ვარ..

რა მომწონს ჩემს თავში.. (?)

მომწონს ჩემი ტუჩები (ანკელინაჯოლისმაილიკი)

მიყვარს ჩემი თვალების ფერი (ჭაობისფერრ!)

მიყვარს ის, რომ შემიძია პატიება თითქმის ყველაფრის და შემიძია პატიება მაშინაც როცა პატიებას არავინ მთხოვს (შემიძლია პატიების ჩუქება ანუ)

შემიძლია მეორე შანსის მიცემა..

შემიძლია სხვის ადგილზე თავის წარმოდგენა..

შემიძია ადამიანების გალამაზება (შიგნიდან)

შემიძია შევაყვარო თავისი თავი რადგან მე იმდენად ძლიერი სიყვარული ვიცი რომ..

მომწონს ის რომ იმედს არ ვკარგავ..

ყოველთვის მომწონს ჩემი ავატარი ფორუმზე (დაღრეჭილისმაილიკი)

მომწონს ის რომ ვარ კარგი მეგობარი, შემიძია “გვერდით დგომა”..

მომწონს ჩემი ფეხები (იფიფი)

მომწონს ჩემი წარბები..

2010 წლის 23 01, შაბათი.

პ.ს.

Advertisements

3 thoughts on “ხანდახან..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s