ცუდ ხასიათზე…

მივეჩვიე ბლოგზე წერას და საერთოდ, ოლივერ, ამ ბოლო დროს ხშირად ვწერ სხვა დღიურებშიც..
1. ჩემს პირად დღიურში..
2. საერთო დღიური (რომელიც მე, ნინის, ნათიას, ელას და მირანდას გვაქვს.. მირანდა და ელა იშვიათად წერენ შიგ)
3. აქ..
კიდევ მაქვს მეოთხე (საერთო) დღიური.. სხვა დაქალებთან.. მოკლედ როგორ არ მბეზრდება ერთი და იგივეს ამდენ ადგილას წერა არ ვიცი..
ჰოდა რაუნდა მეთქვა ოლივერ!
დღეს მე და ჩემმა ნათიამ ვიჩხუბეთ.. მისი ჩაცმულობა არ მომეწონა.. ძალიან გამომწვევად ეცვა და მე როგორც “ცუდმა პოლიციელმა” ვუბრძანე სახლში გადმომყოლოდა და გამოეცვალა.. არ დამიჯერა და მეც ძალით წაყვანა გადავწყვიტე.. მოკლედ დავსდევდი დასვენებებზე, მაგრამ მაინც არ წამომყვა. მაშინ კლასიდან არ გახვიდე მეთქი და არც მაგის შესრულება ისურვა.. მიყვირა, რომ არ აიტნერესებდა სხვების აზრი და როგორც უნდა ისე ჩაიცვამდა..
მე მაინც არ მოვეშვი და ბოლოს ძალიან გავაბრაზე))
ძალიან ცუდი რაღაცეები მითხრა (რაც მე მაქვს ცუდი) და მეც გავუბრაზდი.. ყველაფერი ისედაც ვიცოდი რაც მან მითხრა მაგრამ მაინც საწყენია პირში რო გეტყვიან..
მთელი დღე აღრენილი დავდივარ და ყველას და ყველაფერს ვეჩხუბები რაც თვალში მომხვდება..
მერე ეს ყვეაფლერი ვუთხარი ჩემს ბიჭს იმიტომ რომ ისიც დავცოფე გამწარებულმა და ჩემი ასეთი აგრესიის მიზეზი რომ მკითხა ეს ყვეფლერი ვუთხარი.. გაუკვირდა როგორ უნდა აპატიოო და შეურიგდეო, ჩემს ძმაკაცს რო ექნა რამე ეგეთი……..

მოკლედ ავუხსენი რომ კარგად ვიცნობ და არ მიკვირს ასეთი საქციელი მისგან, ვიცი როგორიცაა და ვერ აკონტროლებს იმას რასაც ამბობს.. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს )) მე ასეთი მიყვარს და ამიტომ მარტივად შემიძლია ვაპატიო..
და თან მეც შეიძლება მომივიდეს ეგეთი რაღაც და ვუთხრა რამე საწყენი, მაგრამ მერე მეც ძალიან ვინანებ და მომინდება რომ მაპატიოს.. ამიტომ იმედი მაქვს ამ დროს ისიც ჩემსავით იფიქრებს და მაპატიებს..
ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემს უაზრო ერთ გასვრილ სიტყვას დაენგრია ყვეალფერი და მერე როგორ მინანია… არ მინდა იმანაც იგრძნოს რამე ამდაგვარი და მისი რამდენიმე სიტყვით არ გაფუჭებულიყო რამე..
მოკლედ დავიღალე წერით და თან იმის წერით რაც ჯერ ჩემშიც არ დამილაგებია ნორმალურად :]

გირჩევ ოლივერ, რომ აპატიო ყველას ყველაფერი, იმიტომ რომ ერთხელ შენც შეცდები და შენც მოგინდება პატიება… უნდა აპატიო თუნდაც იმიტომ რომ შენ განთავისუფლდე ბრაზიზგან..]]

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s