ცისფერი ოცნება

ცისფერი ოცნება ეს ის ოცნებაა რომელიც ახდენის მოლოდინში გალურჯდა! ❤

ჩემი გალურჯებული ოცნება ახდა და ახლა სულლ მწვანეა ❤
ყოველთვის მეზიზღებოდა კატები და ჭკუა მეკეტებოდა ძაღლებზე, მაგრამ 1 წლის წინ ჩემს დაქალს აჩუქეს კატა და… 'ტასო' ❤ ისე შევეჩვიე და შემიყვარდა, რომ ზოგადად კატებზეც გადამეკეტა! რამდენი თვე ველოდებოდი მის გაზრდას, დაორსულებას და მერე კნუტებს.. როგორც იქნა ეყოლა კნუტები და ისევ ველოდებოდი მათ ოდნავ წამოზრდას, რომ სახლში წამომეყვანა..

ეს დღეც დადგა! გუშინ საღამოს დამირეკა ჩემა მეგობარმა და მახარა, შეგიძლია წაიყვანოოო!
უკვე ავარჩიე რომელიც მინდაა ❤ სულ ჭრელია, ცისფერი თვალები აქვს და მოუსვენარია.. ყველას თავზე ახტება და ცანცარებს.. დედაც სულ ეჩხუბება, კუდზე ეკიდება ხოლმე ❤ სახელი ჯერ ვერ მოვიფიქრე 😦 დამეხმარე ოლივერ, გთხოვვ! 'ნოა' ს დარქმევას ვაპირებდი მაგრამ რატომღაც გდავიფიქრე.. (ა ჰო ბიჭია)
მართალია მამაჩემი ვერ იტანს კატებს და არ მაძლევს უფლებას რომ სახლში მოვიყვანო, მაგრამ მე ერთ ყურში შევუშვებ და მეორეში გამოვუშვებ : ))

დღეს ჩემს ანანოსთან უნდა წავსულიყავი, მაგრამ გაციებული ვარ და ახალდაბანილი არ გამიშვეს 😦 ცუდი ამინდია გარეთო 😦 ამასაც არ მივაქცევდი ყურადღებას მართლა რომ არ ვკვდებოდე ხველებით 😦

დღეს ვაპირებ:

სერიალ ‘ჭორიკანას’ მეცხრე და მეათე სერიის ყურებას..
მერე ვიმეცადინებ ქართულს და გერმანულს და რავიცი თუ მაქვს კიდევ რამე..
მერე ცოტახანი წამოვწვები ჩემს ფუნფულა საწოლზე და წავიკითხავ ‘ჰამლეტს’
ვიცი ზედ დამეძინება და დავიძინებ ბარემ 1–2 საათი..
მერე ისევ კომპიუტერთან დავჯდები და ინტერნეტში ხეტიალს მობეზრებული ისევ რამე ფილმს ან სერიალს ვუყუირებ 🙂
მერე ისევ ძილი და ასე..
აუ ხვალ სკოლა ((

დროებით ოლივერ!

Advertisements

4 thoughts on “ცისფერი ოცნება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s