ხავსიანი

გამარჯობა ოლივერ!

რატომღაც დღემდე მეგონა, რომ ბლოგზე მხოლოდ ჩანახატები უნდა დადო.. ან რამე ლამაზად დაწერილი.. ეხლა მივხვდი, რომ აქ შეგიძლია დაწერო რას ფიქრობ, გრძნობ და აკეთებ..
მაგრამ არ მესმოდა და ახლაც არ მესმის, რატომ?! ვის რაში აიტნერესებს შენ რას აკეთებ? ან მე რაში დამეხმარება აქ რამის დაწერა? მოდი დავწერ და იქნებ მივხვდე..

დღეს მეგობრებთან ერთად ‘მოდის კვირეულზე’ უნდა წავსულიყავი..
დილა ჩვეულებრივად დაიწყო.. 8 ზე ავდექი და მოვემზადე სკოლაში წასასვლელად.. 9 ზე გადავბობღდი ნახევრად მძინარე სკოლაში და დაგვიანებით, ენაგადმოგდებული შევვარდი გაკვეთილზე..
გავეთილზე რადთმაუნდა მეძნა, ამაში ისტორიის მასწავლებელმაც შემიწყო ხელი თავისი მშვილი ლაპარაკით.. მეორეზე საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში და მერე თამჩუჩა მასწის გაკვეთილი.. (გეოგრაფია)
საინტერესო არაფერი ხდებოდა.. ააა აა ჰო ჩემი კლასელი ადგა გავეთილზე, აიღო ბოთილით წყალი და ჩემი 2 კლასელი გაწუწა.. სულ სველები იყვნენ ლოლ)) მერე მასწავლებელმა ჩემს სხვა კლასელს უთხრა რაღაცაზე თავხედი ხარო და ისიც აყვირდა.. (როგორც ყოველთვის) მაგათ ყვირილს ვუსმენდით ჩვენც.. მოკლედ ძლივს დაირეკა სანატრელი ზარი და ცოტახნის შემდეგ შემოვარდა ჩემი გადარეული კლასელი.. ყვირის ვაზიანში მივდივარ წინ უნდა დავჯდეო.. უკან სასწავლო ნაწილი მოჰყვა და გვითხრა ჩაეყარეთ ქვემოთ ჯარში მივდივართო.. მოკლედ ჩვენ მხოლოდ წადით გავიგეთ და გავიქეცით ქვემოთ.. რაღაც ჯაბახანა ავტობუსში შეგვტენეს 50 ბავშვი და წაგვიყვანეს.. მივედით მეოთხე ბაზაში.. ვაზიანში მგონი :ს ჰოომდა რო გადმოვედით ავტობუსიდან იმდენი ბავშვი დაგვხვდა რომ რავიი :ს სხვა სკოლებიდან.. შევედით შიგნით და ჩავაბარეთ ‘ციფრული ტეხნიკა’.. წრე გაგვაკეთებინეს და მეთაურმა თუ ვიღაცამ აგვიხსნა წესები.. თუ ამ ადგილს გავცდებოდით გვესროდნენ, თუ რამეს მოვკიდებდით ხელს ავფეთქდებოდით და ა.შ.
დავათვალიერეთ ტანკები, იარაღები და კიდევ რაღაცეები..ძალიან ბევრი ‘ვიღადავეთ’ სხვებზე და ზოგადადაც..
მაგალითად: რომელიღაც იარაღთან მივედით და ვიღაც ბიჭი ისროდა.. და უხ ეხლა ვინმე გოგოს თავი დამიდო წინო.. ჰოდა მე (როგორც კეთილი ადამიანი) გადავუხტი წინ, მიდი მეთქი და გავწიე თავი.. ისეთი გამეტებით მესროლაა )) ეტყობა შეყვარებულმა მიატოვა ანრამე და გოგოებზეა გამწარებული..
მერე ვიღაც ‘კრაკაძილი’ გოგოები მოეყარნენ და დაიწყეს იმათმაც უაზრო ხუმრობა.. ჩვენ სიცილით გამოვხატეთ ჩვენი დაცინვა..
40 წუთი დავბოდიალობდით ასე და ვცანცარებდით.. ჭამის დროც მოვიდა ❤ პირველი გოგოები შეგვიშვეს ❤ ვერ გადავწყვიტე ლობიო ამეღო თუ ტაფაზე მიმწვარი ვერმიშელი.. მაინც ვერმიშელი ვარჩიე.. ქათმის ხორცი და კექსი.. მოკლედ ყვეალფერი უგემური იყო..მარტო პური მოგვეწონა, კექსი და ჩანგალი 😀
რომ მოვრჩით ჭამას გამოვედით გარეთ და წვიმა დაიწყო, ქარი ამოვარდა და გაიქცა ქვეყანა 😐
ნახევარი საათი გვალოდინეს.. როგორც იქნა მოტვინეს ჩვენი სახლში წაყვანა.. ჩავეტენეთ ისევ ავტობუსში და წავედით სახლში..

ყველაზე მეტად მომწონა: ერთ–ერთ ოქიცერი, ძალიან საყვარელი იყო და ხანდახან იღიმოდა კიდეც! ის მეთაური თუ ვიღაც ძალიან საყვარელი იყო ❤ ხმის ჩაწყვეტამდე რო გვიყვიროდა ხოლმე)) ა ჰო კიდე ჩანგალი მომეწონა!

სამწუხაროდ სახლში 6 ზე მოვედი და ვეღა მოვახერხე 'მოდის კვირეულზე' წასვლა((
დაღლილმა თავი მაგიდაზე დავდე და ჩამომეძინა.. დივანზე გადავინაცვლე და ახლახანს გავიღვიძე..
ჩემი გადარეული ძაკაცი მოვიდა ❤ გიორგი..
იშვიათად იცლის ხოლმე და როცა მოდის იმ დღეს 'პრაზნიკი' გვაქვს მე და ჩემს დაქალს.. ჩემს დაქალს საჩუარი მოუტანა )) დაბადების დღე ქონდა 22 მარტს და ვერ მოახერხა მოსვლა.. ტკბილეული მოგვიტანა კიდევვ ❤

დღე იყო დამღლელი, არცისე საიტენრესო და ხალისიანი..
ახლა ვაპირებ "მეგობრების" ყურებას და მერე ისევ ძილს..

'ხავსიანი რა შუაშია არ ვიცი!'

დროებით ოლივერ!

Advertisements

3 thoughts on “ხავსიანი

  1. აი, ისეთი ლამაზი სურათები გიდევს ბლოგზე, რომ აქ ყოფნა ყველას სიამოვნებს დარმწუნებული ვარ.
    მომწონს აქაურობა. ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s