დავიღალე

ვწერ/გწერ იმიტომ ოლივერ, რომ მინდა დავიცალო უარყოფითი ემოციებისგან, თუმცა ამაზე მეტი როგორ? ამაზე ცარიელი შეიძლება იყოს ადამიანი?
სიცარიელე დამაქვს სხეულით, იქნებ ჯობს ეს ტკივილი მაინც შევინახო?!

გარშემო ყველაფერი ინგრევა, შენობები და ადამიანებიც კი. მივუახლოვდი ნახევრად დანგრეულ სახლს და უცებ დამეცა დიდი რაღაც, ნანგრევებში მოვყევი და გავითიშე.. გაბრუებული და ნახევრად მკვდარი ვუყურებ როგორ ინგრევა სამყარო ჩემს გარშემო!!
მინდა ავდგე, გავიცეე და ვიყვირო ‘მიშველეთ’, მინდა ვიყვირო ხმის ჩაწყვეტამდე და გაწითლებამდე, გალურჯებამდე! ჩემს შიგნით ვიღაც ყვირის, გარბის და ლეწავს ყევაფელრს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება სუსტ სულს და უბრალოდ წევს, მშვიდად.. თვალებიც კი არ მაქვს აღელვებული, სრულიად მშვიდი და თითქოს მკვდარი..
მერე ჩემ თავს ვუყვირი ‘ რატომ არ დგები? გაიქეციიი!! ადექი და იბრძოლე!! გადაარჩინე, ინგრევაააა!!’
ყურადღებას არ ვაქცევ ჩემს გრძნობებს და ამბიციებს…
მე ისევ ვწევარ, თვალები დავხუჭე და ჩამეძინა..
სიზმარშიც კი ყველაფერი დალეწილი იყო. კედელზე ლურსმნით მიჭედებული ჩემი ოცნებები, სანაგვეზე გადაყრილი ჩემი მიზნები და იდეები.. ლარნაკში იდო ჩემი სურვილები.. ამოტრიალებულ ლარნაკში, გამოკეტილი..
ისევ რეალობა ჯობდა და თვალები გავახილე, ყველაფერი გამთელებული დამხვდა, გაოცებისგან პირი დავაღე..
ვერ ვიჯერებდი რომ მართლა ხდებოდა ეს ყვეაფლერი.. ეხლა უფრო ავღელდი, უფრო მეტად მინდოდა გაქცევა და ყვირილი, ‘სად ვარ?’
მაგრამ მე რათქმაუნდა მშვიდად ვიდექი, ჯიბეში ხელებჩაწყობილი, წყლით სავსე თვალებით..
გაოგნებულმა თვალები ფართოდ გავახილე და ჰაერი ჩავისუნთქე.. თითქოს პირველად, ისე როგორც მაშინ, როცა დავიბადე და ტირილით გავაგებინე დედას, რომ ცოცხალი ვარ.. არა არა ეს უკეთესი იყო ვიდრე მაშინ, უფრო გრილი და სუფთა ჩასუნთქვა..
ამოსუნთქვა აღარ მინდაოდა, მეშნოდა გამქრალიყო ეს გრძნობა..
გავბედე და მაინც ამოვისუნთქე, სწრაფადვე ჩავისუნთქე და კიდევ უფრო გავოცდი..
უკეთესი იყო მეორედ…
თვალები დავხუჭე და სხეულის ყველა ნაწილით, ყველა სისხლძარღვით, კუნთით, კანით და ყველა ძვალით შევიგრძნები ჰაერი.. სუფთა და ჰაეროვანი..
თვალები გავახილე და რეალობაში ავღმოჩნდი, ვეღარ ვსუნთქავდი, ყველაფლერი უცებ დაინგრა.. ისევ..
მე ისევ წყნარად ვიდექი, მაგრამ ახლა სულზე მეტად სხეული ყვიროდა და მწარდებოდა რეალობით.. მე გავიქეცი, შენობებისკენ არა… მათგან შორს გავიქეცი ყვირილით ‘არაა!!’
მივრბოდი მთელი ძალით და უკან არ ვიხედებოდი..
სადღაც ჩავვარდი, სიბნელეში, ღრმად, ტალახში..
ვერ ამოვედი.. მე ისვე ვყვიროდი და ვცდილობდი ამოფოფხვას..
ვნატრობდი იმ წამის დაბრუნებას როცა თავისუფლად ვსუნთქვდი.. დავიღალე, ძალა გამომელია და დავნებდი.. უბრალოდ ძირს დავეცი, ტალახში და თვალები დავხუჭე..
ველოდებოდი მშვიდად ვიღაცას, ვინც გადამარჩენდა..
ვიწექი ასე დიდი ხანი და ველოდებოდი შველას..

არავინ მოსულა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s