ჩემი გრძნობები..

ჩემი ორი მე ჩემს ერთ სხეულში..
ორი სული და აზროვნება..
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები.
მაგიჟებენ, აღარ ვიცი რომელს დავუჯერო, რომელია უფრო სწორი..
ყვეალფერზე გამაჩნია ორი აზრი, ერთი კარგი, მეორე ცუდი..
ქვეცნობიერი ზედემტად ცნობიერი გახდა და ვეღარ ვაკონტროლებ..

ცუდ რამეს ვგრძნობ ძალიან..
ზედემტად ჩამოუყალიბებელი, არასრულყოფილი და არეული ვარ..
არ ვიცი რა მინდა, მხოლოდ ვფიქრობ და ერთ დასკვნამდე ვერ მივედი..
ჩემი მეები ებრძვიან ერთმანეთს და ვერ შეთანხმდნენ რა ვქნა.

რაღაც უაზრობას შევადარებ ჩემს ახლანდელ სიტუაციას მაგრამ მაინც..

თითქოს სასვსე წყაროსთან ვდგავად და წყალს ვსვამ.. ამოვაშრე თითქმის..
გვერდით მეორე წყაროა, მშრალია, ის უკვე სხვამ ამოაშრო..
არ მომწონს იმ წყაროს წყალი რომელსაც ვსვამ, მაგრამ რა ვქნა?! მწყურია..
მე ის დამშრალი წყალი მინდა, მაგრამ დავიგივიანე.
მინდა, რომ ეს სავსე წყარო მეორე, მის გვერდითას შეუერთდეს და აღარ შემეძლოს არც მისი წყლის დალევა და წყურვილით სიკვდილი..

ამას შენ ვერ გაიგებ ოლივერ.
რაზე ვსაუბრობ მე ახლა, მაგრამ ჩემი გრძნობები სწორად გამოვხატე, ჩემი მდგომარეობა და ჩემი სურვილები..

როცა ვწერ, ყოვეთვის ვპოულობ ჩემს ნაწერში კითხვაზე პასუხს, ახლა კითხვასაც ვეძებ..

დღეს მე გადავწყვიტე (ჩემმა კეთილმა მემ..) კეთილი საქმე მეკეთებინდა და მხოლოდ ხორცის სიამოვნებაზე არ მეფიქრა,
მაგრამ (ჩემმა ბოროტმა მემ..) ორ წუთში დამავიწყდა ყველაფერი და ისევ ცუდმა აზრებმა შემომიტიეს..

სიტყვები მემალებიან..
ვეღარც ვწერ და ვეღარც ვლაპარაკობ ლამაზად..
მხოლოდ უაზროდ ვხუმრობ და სხვებს ვაკრიტიკებ ხოლმე..
სიტყვები მემალებიან..
ბოლოდროს ისე ხშირად “მჩაგრავენ” და მამცირებენ, მაგრამ მე ვერარაფერს ვეუბნები..
სიტყვები მემალებიან..

ხვალ, ყველაფერი კარგად იქნება…

თუმცა ხვალამდე ჯერ კიდევ დიდი დროა..
ჯერ “დღეს” ახლახანს დაიწყო..

ჩემი გრძნობები?!

მე ის ერთ ადამიანს ვაჩუქე, რომელიც კარგახანია ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, მაგრამ ჩემი ნაწილი წაიღო თან..
მე ის არ დავტოვე მარტო.

ის არყოფილა ჩემი მეგობარი, არც შეყვარებული, ის უფრო მეტი იყო ყოველთვის.. ©

გრძნობებიც მემალებიან უკვე..

ბოროტო მევ იქნება შენც დაიმალო?!

Advertisements

2 thoughts on “ჩემი გრძნობები..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s