გაზაფხული…

გაზაფხულს ყველა ბუნების გამოცოცხლებას უკავშირებს, მზეს და კარგ ამინდებს, ან კარგ სურნელს რომელიც თბილ ნიავს მოჰყვება..
მე კი გაზაფხულს შემოდგომას ვუკავშირებ.. არმიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ ვიცი, შემოდგომაც მალე მოვა და ისევ დაჭკნება მწვანე და ლამაზი ფოთბელი, ისევ ჩავა მზე და ამოვარდება ქარი, რომელიც სახეში შემოგაყრის ობლად დარჩენილ გაყვითლებულ ფოთლებსა და ქვის მტვერს, როცა ირგვლივ მკვდარი ბალახია, სურნელიც ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა მე გაზაფხული უნდა დავახასიათო და არა შემოდგომა, მის სილამაზეზე უნდა გავამახვილო ყურადღება..

მახსოვს ერთი ტყემლის ხე, რომლის აყვავილებას სიხარულით ველოდებოდი, რომ შემდეგ მის ტოტებზე ამოსული ყვავილები მომეწყვიტა და დედაჩემისთვის მიმეტანა.. მერე ისევ ველოდებოდი, ამჯერად ტყემალს ველოდებოდი,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა..
უკვე დიდი ხანია აღარ მიხარია ამ ტყემლის აყვავილება და აღარც ამ ყვავილების შედეგად ამოსულ ტყემალს ველოდები..
იქნებ იმის ბრალია, რომ გავიზარდე?! იქნებ იმისაც რომ სხვები გაიზარდნენ..
ან იქნებ იმისაც რომ ტყემლის ხის პატრონი გარდაიცვალა და აღარაა ეს ტყემალი ისეთი გემრიელი როგორც მაშინ..
ან იქნებ უბრალოდ ხე დაბერდა და ლამაზ ყვავილებს აღარ ისხავს..
იქნებ გაზაფხული გაუფერულდა და მზე აღარ ათბობს ხის ტოტებს?
იქნებ სულაც ხელს ხის გარშემო შემორტყმული ხის ღობე მიშლის?
ტყემლის ხეზე წერა სისულელეა? და მაინც, ეს ხე არ ყოფილა უბრალოდ მეზობლის ვითომ ეზოში ამოსული ხე..
ამ ხემ დამიტოვა ბევრი მოგონება გაზაფხულზე, ბავშვობაზე და ჩემს მეგობრებზე..
გაზაფხული მისი წყალობით მახსოვს ლამაზი, ყვავილოვანი, სურნელოვანი, სასიამოვნოდ მჟავე, მახსოვს მხოლოდ მის გარშემო ამოსული გრძელი და ხასხასა მწვანე ბალახი..
ბავშვობა მისი წყალობით მახსოვს მხიარული და ეშმაკური, ძალიან თბილი..
მეგობრები მისი წყალობით მახსოვს ბავშვურები და გადარეულები, მახსოვს როგორ ვწუწაობდით ამ ხის წინ, მახსოვს ბევრი სირბილი და ამ სირბილის შემდეგ ძალიან გემრიელად მოჩვენებული უგემური წყალი, მახსოვს იმ ხასხასა ბალახზე ნათამაშები დაჭერობანა..
ამ ხემ ბევრი რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ეს ხე კი მე გაზაფხულმა მომიტანა… ლამაზმა,მხიარულმა და თბილმა გაზაფხულმა..

P.S. შემოდგომას კი გაზაფხულზე ვფიქრობ.. როგორ შეისხამენ უკან ამ დაცვენილ ფოთლებს ხეები, როგორ გამწვანდება ბალახი და როგრო ახმაურდება ქუჩები, როგრო გაანათებს თოვლის შემდეგ მონატრებული ბებერი მზე და როგორ მოიტანს ნიავი წვიმის შემდეგ ქვის მტვერზე დარჩენილ სუნს..

Advertisements

One thought on “გაზაფხული…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s